„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

19 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე განახლებული წყალმომარაგების ქსელი ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთდება.

„სამუშაოები პარალელურად ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება - საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N46-ისა და გახოკიძის ქუჩა N163-ის მიმდებარედ. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშოებს 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 19 დეკემბერს, დღის 12:00 საათიდან 20 დეკემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის 1-ელ, მე-2, მე-2ა, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის, თამარ ღვალაძის, მხატვრების, აჩაბეთის, მუსხელიშვილის და კვიპაროსის ქუჩებს, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევს. ვარკეთილის მასივის მე-4მიკრორაიონის მე- 3 კვარტალს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს