ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებაზე მიწვევას არავისგან ელის, ის ამ უფლებისთვის იბრძვის

უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად ნატო-ში გაწევრიანება რჩება, თუმცა კიევი ალიანსში მიწვევას არავისგან ელის, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვაქვს გარანტიები სანქციებით, იარაღის პაკეტებით, ფინანსური გარანტიები. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინი აღარ მოვა. საუკეთესო რამ არის ძლიერი არმია, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება შევზღუდოთ ჩვენი ჯარის ძალა. მაგრამ ძლიერი გარანტიები არის ალიანსი. ძლიერი ეკონომიკა. სანამ ომი გრძელდება, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში დიდი დეფიციტი, 40-42 მილიარდი გრივნა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, თუ ვისგან ელის უკრაინა ნატო-ში მიწვევას, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვა და თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ახლა ამ ნაბიჯის წინააღმდეგი არიან, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ამ უფლებისთვის იბრძვის.

„არავისგან ველით, ამ უფლებისთვის ვიბრძვით. ყოველი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ძალიან რთული ნაწილია. ამიტომ, არ შეგვიძლია ვინმესგან ველოდოთ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ეს გამოგვივიდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს