ანა ნაცვლიშვილმა ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

19 დეკემბერს, გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებმა გამართეს საგანგებო შეხვედრა, რომელშიც პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ჯგუფი და სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე, დოქტორი ანტონ ჰოფრაითერი. შეხვედრაზე მიწვეული იყო „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც ონლაინ ჩაერთო სხდომას.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაცვლიშვილმა ისაუბრა „გაყალბებულ არჩევნებზე, „ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციის მრავალგზის დარღვევაზე და რეპრესიებზე“, რომელიც „არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაუპირისპირა მოქალაქეთა უწყვეტ და მზარდ პროტესტს“, და, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის გადასარჩენად.

ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და ისაუბრა იმ გამოსავალზე, რომელიც შექმნილ სიტუაციაში ქვეყანას დააბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოში: პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.

"ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები ერთობლივად ვმუშაობთ და ვდგავართ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, რათა ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში", - აღნიშნა „ძლიერი საქართველოს" ლიდერმა.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ბუნდესტაგის წევრებს შეხვედრის დროს გამოხატული სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის, ისევე როგორც გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ახლა კიდევ მეტი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება გერმანიის მხრიდან.

ნაცვლიშვილის თქმით, ასეთი იქნება მაგალითად, პერსონალური სანქციების დაწესება მათ მიმართ, ვინც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები შელახა და ქართველი ხალხის ნებას დაუპირისპირდა.

ნაცვლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს „ქართული ოცნების“ „არალეგიტიმურ, მოძალადე რეჟიმს“ და აღნიშნა, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი ამ დროისათვის არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ეს ასე დარჩება მანამ, სანამ ახალი ლეგიტიმური პარლამენტი არ აირჩევს ლეგიტიმურ ახალ პრეზიდენტს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო