პრემიერი სანქციებზე - არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს უღირსი საქციელი, ვინც უღირსად იქცევა, მას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ და პასუხი არის ღირსების ორდენი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სწორედ ღირსებით მოქმედებენ

სანქციები არ არის ღირსების ორდენის გაცემის საფუძველი - ჩვენ ვაჯილდოვებთ ყველა იმ პირს, რომელმაც განსაკუთრებული ღირსება გამოავლინა, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მათ უღირსი სანქციები დაუწესეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შსს-ის 11 ხელმძღვანელი პირის ღირსების ორდენით დაჯილდოებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ღირსების ორდენზე წარსადგენ პირთა სიაში არიან როგორც სანქცირებული, ასევე არასანქცირებული პირები.

„ჩვენი გზავნილი არის ის, რომ უსამართლობა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს, მით უმეტეს ასეთი სამარცხვინო უსამართლობა არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს. ერთი რამ მინდა დავაკონკრეტო - ღირსების ორდენზე წარსადგენ პირთა სიაში არიან როგორც სანქცირებული, ასევე არასანქცირებული პირები. შესაბამისად, მხოლოდ სანქციები არ არის ღირსების ორდენის გაცემის საფუძველი. ჩვენ ვაჯილდოებთ ყველა იმ პირს, რომელმაც განსაკუთრებული ღირსება გამოავლინა, მათ შორის, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება პასუხს, პასუხი არის ეს - არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს უღირსი საქციელი. ვინც უღირსად იქცევა, მას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ და პასუხი არის ამ შემთხვევაში, ღირსების ორდენი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სწორედ ღირსებით მოქმედებენ იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მათ უღირსი სანქციები დაუწესეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ, მათ შორის არიან: შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში