გიორგი გობრონიძე - საქართველომ აიღო ახალ პარტნიორ ჩინეთთან ვალდებულებები, ამიტომაც დღეს ქვეყანა გადის ერთგვარ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე გვინდოდა თქვენთან გვემსჯელა, მაგრამ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ახლა იმდენად უკავშირდება საქართველოში არჩევნების შემდეგ გამწვავებულ ვითარებას და იმას, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, შეუძლებელია საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებით არ დავიწყოთ საუბარი.

მით უმეტეს, რომ თქვენთან შეხმიანებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დანიშნა. საქმე და პრობლემა იმაშია, რომ ვიცე-პრემიერად დაინიშნა მაღალჩინოსანი, რომელიც აშშ არა მხოლოდ დაასანქცირა, არამედ .. „მაგნიტსკის სიაშიცშეიყვანა. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკულ სანქციებს, რომელთანაც ურთიერთობის გადატვირთვის იმედი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აქვს.

რჩება შთაბეჭდილება, რომქართული ოცნებისხელისუფლებას არც აშშ-თან ურთიერთობები ადარდებს დიდად და არც არც ქვეყნის ევროინტეგრაცია, რასაც არჩევნებამდე გვპირდებოდა, 28 ნოემბერს კი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებს 2028 წლამდე აჩერებს, ახლა კი ისევ ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია მის მთავარ მიზნად რჩება.

კობახიძემ ასევე გვამცნო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტი პრაქტიკულად დასანქცირებულ შსს- მაღალჩინოსნებს დააჯილდოებს. აშშ- მიერ გომელაურის დასანქცირების შემდეგ, თქვენ როგორ აღიქვით მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა და ამას როგორ აღიქვამდნენ ვაშინგტონში?

- რაც შეეხება სანქცირებული პირების დაწინაურებას და ზოგიერთი მათგანის ღირსების ორდენზე წარდგენას, ამით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეიქმნას იმიჯი, რომ მას არ ეშინია სანქციების და დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოება გახდა მოწმე დემონსტრაციების ძალის გადამეტებით დარბევის, რასაც თან ახლდა ადამიანების წამება, დამცირება, შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობის მუქარა და შევიწროება, მოცემული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

სანქცირებული პირების დაწინაურებას და ზოგიერთი მათგანის ღირსების ორდენზე წარდგენას, ამით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეიქმნას იმიჯი, რომ მას არ ეშინია სანქციების და დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხო ქვეყნის მეთაურები პირდაპირ გადიან კონტაქტზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, რადგან სწორედ მას და არა მთავრობის მეთაურს მიიჩნევენ სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველად, ხოლო პრემიერი აღიქმება, როგორც ფაქტობრივი მმართველის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი საშუალო რგოლის მეჯემენტიდან, ნაკლებად სავარაუდოა მის ამ გადაწყვეტილებას ვინმემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს დასავლეთში.

სამაგიეროდ, სანქცირებულთა დაწინაურება და დაჯილდოება ალბათობის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე პოლარიზაციას და კომპლექსურ პოლიტიკურ კრიზისს.

იმ ფონზე როდესაც საკმაოდ პასიური სახალხო დამცველიც კი ღიად საუბრობს სამართალდამცავი უწყების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე და მეტიც, ახდენს კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასერიოზულია მათი ხელმძღვანელების დაწინაურება და ღირსების ორდენზე წარდგენა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ მომხდარა არც ერთი მოძალადე ძალოვნის იდენტიფიცირება და არ დაწყებულა სამართლებრივი დევნა.

სანქცირებულთა დაწინაურება და დაჯილდოება ალბათობის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე პოლარიზაციას და კომპლექსურ პოლიტიკურ კრიზისს

მეტსაც ვიტყვი, თუ დავუშვებთ იმას, რომ ძალის ამგვარი გადამეტება არ ყოფილა ხელმძღვანელთა მიერ სანქცირებული და ადგილი ჰქონდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა თვითნებურ ქმედებას, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ხელმძღვანელი პირები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაქვემდებარებულ დანაყოფში დისციპლინას, ვერ მართავენ ოპერატიულ ვითარებას და ვერ ახორციელებენ მართვასა კონტროლს.

სხვა სიტყვებით, ისინი არ არიან კომპეტენტურნი. ყველა ნორმალური ხელისუფალი ასეთ ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდა, ახლა კი გვაქვს ორი მოცემულობიდან ერთი, სახელმწიფო აჯილდოებს პოტენციურ დამნაშავეს, ან ახალისებს არაპროფესიონალიზმს, რითაც შეგნებულად, თუ შეუგნებლად აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების კრიტიკული ნაწილის უკიდურეს გაღიზიანებას.

- ვითარება რომ რთულია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომქართული ოცნებისდამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ესაუბრა.

ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა თბილისში ჩამოსულ ევროსაბჭოს გენ მდივანს ალენ ბერსეს. მანამდე გვახსოვს, რომ ბატონი ივანიშვილი არ შეხვედრია თბილისში ვიზიტად ჩამოსულ აშშ- სახელმწიფო მდივნის მაღალჩინოსანს. 20 დეკემბერს ბატონმა ალენ ბერსემ განაცხადა - „მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

გარდა ამისა, მან მთავრობისგან მიიღო გარკვეული დაპირებები, მიტინგებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათავისუფლების შესახებ. თუმცა, ბერსის განცხადებებზე პრემიერ ირაკლი კობახიძის განმარტებებმა არ დატოვა შთაბეჭდილება, რომქართული ოცნებაუპრობლემოდ იტყვის უარსაგენტების კანონზე“. არც ევროსაბჭოს გენმდივანს და არც პრემიერ კობახიძეს არაფერ უთქვამთ ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე - ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე. არადა, სწორედუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონის მიღებით, ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკითა და პროპაგანდით შეძლოქართულმა ოცნებამამომრჩევლის ნაწილის მობილიზება.

გასაგებია, რომ ივანიშვილი დაქართული ოცნებაახლა ყველაფერს დაპირებიდან ევროპელ პარტნიორებს, ოღონდ საუბარი არ იყოს ხელახალ არჩევნებზე. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომქართულმა ოცნებამუმტკივნეულოდ გაიწვიოს კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“?

რამდენად დააკმაყოფილებს ოპოზიციას და პოლიტიკურად გააქტიურებულ საზოგადოებას მხოლოდაგენტების კანონისგაუქმება?

- მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი დიდი ალბათობით ეცდება ამ კანონით ივაჭროს დასავლეთთან, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონს რას უზამს.

სიმართლე რომ გითხრათ, თუკი „ქართული ოცნება კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაიწვევს, ან შეცვლის ისევ მმართველი გუნდისთვის იქნება უკეთესი, რადგან მოცემული დოკუმენტი გარდა იმისა, რომ საერთოდ არ ემსახურება არანაირ ლოგიკურ მიზანს, ის ასევე წარმოადგენს ვერბალურ სიმახინჯეს, როგორსაც არ დაწერდა იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის ყველაზე ზარმაცი სტუდენტიც კი.

თუკი „ქართული ოცნება კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაიწვევს, ან შეცვლის ისევ მმართველი გუნდისთვის იქნება უკეთესი, რადგან მოცემული დოკუმენტი გარდა იმისა, რომ საერთოდ არ ემსახურება არანაირ ლოგიკურ მიზანს, ის ასევე წარმოადგენს ვერბალურ სიმახინჯეს, როგორსაც არ დაწერდა იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის ყველაზე ზარმაცი სტუდენტიც კი

ამდენად თუ ამ კანონს მოიშორებს ხელისუფლება, ისევ მათი რეპუტაციისთვის იქნება უკეთესი. სირცხვილია, როდესაც 6 გვერდზე გაწერილ 11 მუხლიან ამ სისულელეს 80-ზე მეტმა წერა კითხვის მცოდნე ადამიანმა, რომელთაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლიათ, ან აქვთ ამაზე პრეტენზია, დაუჭირა მხარი. რამდენადაც ამ კანონისგან გათავისუფლება, პირველ რიგში მათი თავმოყვარეობის საკითხი უნდა იყოს და მხოლოდ იმიტომ უნდა გაიწვიონ, რომ საკუთარ თავს სცენ პატივი, იმდენად ეს ქმედება ვერ განმუხტავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მთავარი პრობლემა ის არის რომ მმართველი გუნდი არ აღიარებს პრობლემის არსებობას, არადა ნებისმიერი პრობლემის მოგვარება უპირველესად მისი არსებობის აღიარებით იწყება. ნაცვლად პრობლემაზე ფიქრისა, ვხედავთ, თუ როგორ ემზადება მმართველი გუნდი ერთმანეთისთვის ბაფთების და ორდენების შესაბნევად.

მთავარი პრობლემა ის არის რომ მმართველი გუნდი არ აღიარებს პრობლემის არსებობას, არადა ნებისმიერი პრობლემის მოგვარება უპირველესად მისი არსებობის აღიარებით იწყება. ნაცვლად პრობლემაზე ფიქრისა, ვხედავთ, თუ როგორ ემზადება მმართველი გუნდი ერთმანეთისთვის ბაფთების და ორდენების შესაბნევად

- აშშ- ჰელსიკის კომისიამ, რომლის შემადგენლობაში ტრამპის უახლოესი პოლიტიკური თანამოაზრეებიც შედიან, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე აცხადებს, - „თუ ქართული ოცნებაგაიმარჯვებს, საქართველო გადაიქცევა ძალაუფლების პროექციისა და ეკონომიკური შესაძლებლობის ადგილად არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთისა და ირანისთვის“.“

საქართველოსთან მიმართებაში აშშ- ორპარტიული მხარდაჭერა ცხადად ჩანს ტრამპის ინაუგურაციამდე. „ქართული ოცნებისლიდერები აცხადებენ და არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება და ყველაფერი კარგად იქნება.

იმის ფონზე, რომ აშშ საქართველოს შს მინისტრის ასანქცირებს დამაგნიტსკის სიაშიშეჰყავს, ამგვარი მოლოდინი რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება?

- ბოლო პერიოდში საქართველოსა და აშშ-ს შორის შეინიშნება ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული პროცესი დღეს არ დაწყებულა. მოცემული პროცესის ნიშნები ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მმართველობის მეორე ვადის პერიოდში იკვეთება, როდესაც ერთი მხრივ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს მაშინდელი პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეისთვის მიცემული საჯარო დაპირების შესრულებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში და ამერიკული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფას. ამ პროცესების ფონზე საქართველომ დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. ამ მოქმედებებით ნათელი ხდება, რომ საქართველოს მმართველი ჯგუფი იწყებს საგარეო პოლიტიკური ვექტორის რევერსიას და დასავლური ვექტორიდან.

ამ პროცესების ფონზე საქართველომ დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. ამ მოქმედებებით ნათელი ხდება, რომ საქართველოს მმართველი ჯგუფი იწყებს საგარეო პოლიტიკური ვექტორის რევერსიას და დასავლური ვექტორიდან

პროცესი დააჩქარა რუსეთ უკრაინის ომმა, რომელიც დღეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი კრიზისია ევროპის კონტინენტზე. მოლოდინები უკრაინის სწრაფი და ეფექტური კონტრ შეტევის შესახებ არ გამართლდა, დასავლეთში კი უფრო და უფრო ხშირად ისმის მოწოდებები უკრაინისთვის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. მოსკოვმა მიუხედავად კოლოსალური დანაკარგებისა, შეძლო არათუ ფრონტის ხაზის შენარჩუნება, არამედ წარმატებას მიაღწია არაერთი მიმართულებით. დღეისთვის რუსეთის ფედერაცია საბრძოლო მოქმედებათა თეატრში 800 000-ზე მეტი მებრძოლითაა წარმოდგენილი, მას აქვს აშკარა რიცხობრივი უპირატესობა მძიმე ტექნიკის, ავიაციის, შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების კომპონენტში.

მას აქვს საკუთარი, თუნდაც მოძველებული, მაგრამ პოსტ საბჭოთა რეგიონის სტანდარტებით საკმაოდ მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მაშინ, როდესაც უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარე დახმარებაზე. ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შემობრუნებისა, დიდი ალბათობით იყო სწორედ იმის შიში, რომ ის ვერ შეძლებდა დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას.

ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შემობრუნებისა, დიდი ალბათობით იყო სწორედ იმის შიში, რომ ის ვერ შეძლებდა დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას

მეტიც ევროკავშირისა და ნატოს ცალკეულ ქვეყნებს, მაგალითად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს აქვს არც თუ უსაფუძვლო მოლოდინი, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, კრემლის შემდეგი სამიზნე სწორედ თვითონ აღმოჩნდებიან.

ამდენად ეს ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერს, რომ რუსეთი რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს უკრაინაში, ხოლო იქიდან გასვლის შემთხვევაში შეექმნას პრობლემები სხვა სტრატეგიულ მიმართულებებზე, მაგალითად სამხრეთით, სადაც გადაიტანს ყურადღებას და ამგვარად დასავლეთით ექსპანსიაზე ან საბოლოოდ აიღებს ხელს, ან მოხდება საფრთხის ხანგრძლივი დროით გადავადება.

აღნიშნულის ფონზე, საქართველო აკეთებს იმას, რასაც მთელი ისტორიის მანძილზე, - ახლა საქართველო ხელს უწყობს რეგიონში ახალი დიდი ძალის დამკვიდრებას, რათა მოხდეს საფრთხის უშუალო წყაროს დაბალანსება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება. ეს უკანასკნელი დაინტერესებულია შუა დერეფნის წარმატებული ამოქმედებით, რომელიც საშუალო ვადიან პერსპექტივაში უნდა იქცეს, როგორც ჩრდილოეთის, ისე - სამხრეთ დერეფნის ალტერნატივად. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკვანძო ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, აკონტროლებდეს თვითონ, ან მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ჯგუფები.

ალბათობის მაღალი ხარისხით საქართველოს ხელისუფლებამ ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ დააზიანა ჩინეთის მონაწილეობით „შუა დერეფნის“ პროექტის გააქტიურებით ამერიკული ინტერესები და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში.

საქართველოს ხელისუფლებამ ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ დააზიანა ჩინეთის მონაწილეობით „შუა დერეფნის“ პროექტის გააქტიურებით ამერიკული ინტერესები და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში

საქმე იმაშია, რომ აშშ-მ საკმაოდ დიდი რესურსები და ძალისხმევა ჩადო სამხრეთის დერეფანზე სამხედრო კონტროლის შესაძლებლობების განვითარებაში. მალაკას სრუტე, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი რგოლი, სადაც ჩინეთის საზღვაო ტვირთების უმეტესობა მოძრაობს სრულად კონტროლდება აშშ-ს მიერ და წარმოადგენს მისთვის რეგიონული ინტერესების, მათ შორის ტაივანის უსაფრთხოების დაცვის ერთგვარ ინსტრუმენტს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი წარმატებით გაართმევს თავს ანაკლიის პორტის მშენებლობას, ის შეძლებს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირებას, შედეგად კი მალაკას სრუტის მნიშვნელობა მოიკლებს, როგორც ჩინეთის, ისე აშშ-თვის. ამგვარად საქართველოს ხელისუფლებამ, დიდი ალბათობით ისე, რომ თავადაც არ ჰქონდა გაცნობიერებული ანაკლიაში ჩინური ჯგუფების შემოშვებით დაარტყა აშშ ინტერესებს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონსა და შავი ზღვის აუზში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც.

ძალიან ცოტა მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა აშშ გლობალური ინტერესების იმგვარი დაზიანება, როგორც საქართველომ. შესაბამისად, აშშ-მ პირველივე შესაძლებლობისთანავე გადახედა საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობებს. ამგვარი შესაძლებლობა კი გააჩინა პოლიტიკურმა კრიზისმა.

რამდენადაც მოხდა საქართველოსა და დასავლეთის ინტერესების დაზიანება, თბილისმა მზერა აღმოსავლეთს მიაპყრო, მმართველი გუნდი ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია და გადაუხვიოს დემოკრატიულ კურსს, რომელსაც არც მანამდე მისდევდა დიდად.

რამდენადაც მოხდა საქართველოსა და დასავლეთის ინტერესების დაზიანება, თბილისმა მზერა აღმოსავლეთს მიაპყრო, მმართველი გუნდი ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია და გადაუხვიოს დემოკრატიულ კურსს, რომელსაც არც მანამდე მისდევდა დიდად

ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ახალი მეგობრებიდან, ჩინეთმა, ირანმა და ნაწილობრივ რუსეთმა, დააყენოს განხილვის დღის წესრიგში ქართული დემოკრატიის ხარისხი.

- რამდენიმე დღის წინ ნატო- ყოფილმა გენმდივანმა ბატონმა რასმუსენმა განაცხადა - „დროა ევროკავშირმა და აშშ- შეათანხმონ ღონისძიებების პაკეტიქართული ოცნებისხელისუფლების წინააღმდეგ.“

არაა გამორიცხული, რომ საქართველოს თემაზე ვაშინგტონი და ბრიუსელი საბოლოოდ ჯერ არ ჩამოყალიბებულან, მაგრამ, ვხედავთ, რომ საქართველო ახლა აღიზიანებს არა მარტო ბრიუსელს, არამედ აშშ-. საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს არ ასრულებს, აშშ- საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს, ან ევაჭრება აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები.

ვითარებაში, როცაქართული ოცნებისხელისუფლება არც საშინაო და არც საგარეო პრობლემებს არ აღიარებს, სავარაუდოდ, მოვლენათა განვითარების როგორი სცენარების განვითარებას უნდა ველოდოთ ერთი მხრივ საშინაო პოლიტიკაში და მეორე მხრივ ჩვენს ირგვლივგარე პერიმეტრზე“?

- ამ ეტაპზე ქართულ-დასავლური ურთიერთობები იმდენად დაზარალდა, რომ მათ გამოსწორებას ხელისუფლების შეცვლის პირობებშიც კი, შესაძლოა 10 წელიწადზე მეტი დასჭირდეს.

პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქართველომ აიღო ახალ პარტნიორ ჩინეთთან ვალდებულებები. ამიტომაც დღეს ქვეყანა გადის ერთგვარ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს.

ყველაფერი მაინც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ მიუხედავად სიძნელეებისა უკრაინამ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით შეძლო რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ ვნახავთ საქართველოს ხელისუფლების ფუნდამენტურ გარდასახვას უმოკლეს დროში, ხოლო თუ რუსეთმა მიაღწია წარმატებას, მაშინ ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა