მიხეილ სააკაშვილი - ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ჯოხის ენა! - ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას - შევწყვიტოთ შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები

ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა! მეგობრებო, ჩვენ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ ვიდრე ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები, შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამისკენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვით სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ამასთან, მან ისაუბრა ეუთოს დასკვნაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, არ იქნებოდა ეუთოს ასეთი დასკვნა, რომ არა ხალხის მასობრივი გამოსვლა.

„ეუთოს ასეთი დასკვნა არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი მაგარი ჟურნალისტების მუშაობის შედეგი, პოლიტიკური პარტიების მაგარი მუშაობის შედეგი. მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო აქტიურობა ატარებს ძალიან პოზიტიურ ხასიათს ამ პერიოდში. ასე რომ ძალიან ნათელია ყველაფერი. ჩვენმა მეგობარმა, დონალდ ტუსკმა, პოლონეთის პრემიერ - მინისტრმა მოუწოდა ქართველ ხალხს, რომ იაქტიურონ ქუჩებში, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. იგივეს მოუწოდებს ძალიან ბევრი საერთაშორისო მოღვაწე, პრაქტიკულად იგივესკენ მოუწოდა პრეზიდენტმა მაკრონმა. რა თქმა უნდა, ამ აქტიურობას აქვს კონკრეტული შედეგი. ამავე დროს, მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა, ეს არ არის შეგონების ენა, ეს არ არის შელოცვები, ეს არ არის მოთხოვნები, თხოვნები, მოწოდებები - სასაცილოდ არ ჰყოფნის. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოაჯდა საქართველოს, ესმის მხოლოდ ერთადერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა! მეგობრებო, ჩვენ კი არ უნდა ვაწყნარებდეთ, ნუ გეშინიათო, პირიქით, უნდა ეშინოდეთ მანამ სანამ ხალხის წინაშე არ დაიხევენ უკან. ჩვენ კი არ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ მოდით, დაგველაპარაკეთო, ისინი უნდა გვახევდნენ კალთას, რომ რაღაცაზე მაინც დაველაპარაკოთ. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. შევწყვიტოთ ეს შეგონებები, შელოცვები და ღიმილიანი მოწოდებები რამისკენ.

რას ნიშნავს ეს ჯოხი? ეს ჯოხი არის ყოველ ჯერზე უფრო მეტი შეტევა- ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ქართველ ხალხს. ძალიან ბევრმა ბიზნესმა ამოიღო ხმა, მაგრამ დარჩა ის ხალხი, ვინც ტენდერებზე იპარავს ფულს. თითოეულ ჩვენგანს, თქვენგანს აცლის ჯიბიდან ფულს. ეს არის შენობებში მათი არშეშვება და არგამოშვება იმიტომ, რომ ვიღაც ტიპებს მიტაცებული აქვთ შენობები და თავის თავს უწოდებენ საქართველოს მთავრობას და ვითომ, ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ასობით ათასი ქართველი არის ქუჩაში, ყველა არის ძალიან გაბრაზებული და ესენი ჩვეულებრივად დადიან სამსახურში, შედიან-გამოდიან და იქ აკეთებენ განცხადებებს. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს შენობები ეკუთვნის ქართველ ხალხს. ეს შენობები ეკუთვნის საქართველოს ერთადერთ სახელისუფლებო წყაროს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქე“-განაცხადა სააკაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე