„ავერსში“ აცხადებენ, რომ ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ კლინიკაში კვლევები ჩაიტარა

„ავერსის“ კლინიკაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე

„ხარება“, 30 დეკემბერს, შუადღეს, კლინიკაში კვლევებზე იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპერსნიუსს” კლინიკაში განუცხადეს, ზვიად ხარაზიშვილმა კლინიკა უკვე დატოვა.

„კვლევაზე იყო მოსული. ჩვეულებრივ ჩაიტარა კვლევა და დატოვა კლინიკა. შუადღეს იყო მოსული“, - აცხადებენ "ავერსის" კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამასთან, კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე "რადიო თავისუფლებასთან" აცხადებს, რომ ხარაზიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა დღეს, 30 დეკემბერს, შუადღის საათებში ჩაუტარდა.

„აღნიშნავდა ტკივილს მხრის სახსრის არეში. ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ჩაუტარდა ტომოგრაფია, შედეგები დამუშავების პროცესშია. პაციენტმა კვლევის დასრულებისთანავე დატოვა კლინიკა“, - აცხადებს რადიოლოგი "რადიო თავისუფლებასთან", რომელიც აღნიშნავს, რომ ზვიად ხარაზიშვილს დაზიანებები ვიზუალურად არ ეტყობოდა.

მანამდე, "ტვ პირველმა" გავრცელდა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი ჰოსპიტალიზებულია. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილს მხრის არეში მრავლობითი „დაზიანებები აქვს მიყენებული".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს