შპს მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლიდერი კომპანია ბაზარზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე 2024 წლის 1 ივნისიდან რიგი კომპანიები ვალდებული არიან ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა ოფიცრები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდზე. ამ დროისთვის პეროსნალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების რეესტრში 2000-ზე მეტი ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა ბაზრის ლიდერი კომპანია - შპს მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ყველაზე მეტ ორგანიზაციას (როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში) უწევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მომსახურებას. მომდევნო ადგილებს ფიზიკური პირები იკავებენ.

შპს მონაცემთა დაცვის ოფიცერი 2024 წელს დაფუძნდა დარგის ექსპერტების, პროფესორების მიერ, რომლებიც წლებია ამ მიმართულებით მუშაობენ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანია მის კლიენტებს სთავაზობს პროფილურ სერვისს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარებით, შესაბამისად სწრაფადვე მოიპოვა ბიზნესის ნდობა და დაიკავა ლიდერის პოზიცია ქართულ ბაზარზე.

შპს მონაცემთა დაცვის ოფიცერი უწყვეტად ზრუნავს პერსონალური მონაცემების მართვის პროცესში ინოვაციური სერვისების, თანამედროვე მიდგომების განვითარებაზე. მისი მორიგი წარმატებული პროექტია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პლატფორმა (www.infolock.ge), რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობის კანონთან თავსებადობის პროცესის გამარტივება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის მხარდაჭერა, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული სერვისების განვითარება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესების სისტემატიზაცია და დიგიტალიზაცია. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ორგანიზაციებს სწრაფად და მარტივად განახორციელონ ვერიფიკაცია და მიიღონ მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) ინფორმირებული თანხმობა, უზრუნველყონ პირდაპირი მარკეტინგის პროცესების სრული მართვა (შეტყობინების გაგზავნის მექანიზმების ჩათვლით), განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცესისა და ინფორმაციის იმპორტი და ნებისმიერ არსებულ პროგრამასთან სრული ინტეგრაცია.

(R)

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო