ირაკლი კუპრაძე - გადახედონ პარლამენტში დეპუტატებს, თუ ვინმე ოდიოზური ფეოდალი იყო „ნაცმოძრაობის“ დროს, „ქართულ ოცნებაში“ ზის - გამოიძიონ საკუთარი თავი

გადახედონ დეპუტატებს, რომელიც უზით პარლამენტში, თანამდებობის პირებიდან დაწყებული, დეპუტაციით დამთავრებული, თუ ვინმე იყო ოდიოზური ფეოდალი „ნაცმოძრაობის“ დროს, ისევ „ქართულ ოცნებაში“ ზის. გამოიძიონ საკუთარი თავი , - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“.

როგორც ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების ამ დრომდე გამოუძიებლობაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“.

„ვინც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მორიგი სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილია მრავალი დანაშაული, ამ დანაშაულების გამოუძიებლობაზე პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“. 12 წელი გავიდა და გამოუძიებელია საერთოდ ყველაფერი. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, ყველა მეთოდი ბიზნესზე ზეწოლის, ადამიანის უფლებების დარღვევის, გადააკოპირა „ქართულმა ოცნებამ“. 2012 წლამდე პერიოდთან შედარება რომ გავაკეთოთ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების დაცვის, გაუარესებაა ამ მხრივ.

„ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, შეეძლო გამოძიება, მაგრამ არ გამოიძია, ამის ნება არ არსებობდა. ჩვენ გვახსოვს მურუსიძის და ბიძინა ივანიშვილის ლეგენდარული შეხვედრა შუშის სასახლეში, დაბარებულ ლევან მურუსიძეს ხელი მოუტყაპუნა ზურგში ბიძინა ივანიშვილმა და თქვა, რომ ეს კაცი იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი. სინამდვილეში ახალი გარიგება დადო ლევან მურუსიძემ და აქამდე თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა, ახლა ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ახლაც ცუდი საქმეებს ჩადიან ეს ადამიანები. ე.წ. ხარება თუ თავის დროზე ორ გვამს ითხოვდა ვანო მერაბიშვილთან ერთად, დღეს ადამიანებს ასახიჩრებს ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მატყუარა ძალაა და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაზე მის განცხადებას ფასი არ აქვს.

“„ქართული ოცნება“ არის ტრადიციული მატყუარა ძალა, რომლის მსგავს განცხადებებსაც არანაირი ფასი და პირობის განცდა არ გააჩნია. „ქართული ოცნება“ რამდენჯერმე დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. არა თუ აკრძალვა, იმის გამბედაობაც არ ეყო „ქართულ ოცნებას“, რომ შეეწყვიტა უფლებამოსილება ჩვენთვის, საპარლამენტო წარმომადგენლებისთვის. იმის შნოც კი არ ეყო ივანიშვილს, კობახიძეს და სხვებს, რომ პარლამენტიდან გამოვეშვით, თუნდაც გამოვეგდეთ, მათი ენით რომ ვთქვათ. ვერ გაბედეს, რომ მანდატები შეგვიწყვიტონ. ამ დროს განცხადებები დაწერილია, სიები ჩახსნილია. რატომ არ აკეთებენ ამას, თუ რაიმე რეალური ნაბიჯი უნდათ გადადგან. ყოველ ჯერზე, ყოველ ეტაპზე, ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და ეუბნებიან, რომ ოპოზიციას დავასრულებთ, ავკრძალავთ. რა საქმეები უნდა გამოიძიონ, ადეიშვილის მოადგილეები თვითონ ჰყავთ პარტიაში, ის ადამიანები, ვინც დანაშაულს ჩადიოდნენ, თვითონ ჰყავთ „ქართულ ოცნებაში“. გაძეძგილები არიან 90-იანებში დანაშაულებს რომ ჩადიოდნენ, მხედრიონელებით, პუტჩისტებით და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანაშაულების ჩამდენებით. სასამართლო სისტემიდან, პროკურატურიდან ყველა გადაბარგდა „ქართლ ოცნებაში““, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა მოხდება, პროპაგანდისტული გზავნილია.

„ჩვენ ეს დაპირებები ადრეც მოგვისმენია. გვახსოვს ცნობილი დაპირება, რომ „დაგასრულებთ“, არა თუ ვერ დაგვასრულეს, პროცესიის დაწყება ვერც კი გაბედეს. ეს არის მშიშარა პოლიტიკური ძალა, რომლის პოლიტიკური ნაბიჯებიც მხოლოდ პროპაგანდაზე დგას“, - განაცხადა კუპრაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს