თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო.

დაპირისპირება მოჰყვა მანდატურების მცდელობას, რომ ფოიეში შეკრებილები სასამართლოს შენობიდან გაეყვანათ.

დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები ამბობენ, რომ მანდატურები მათ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სკანდირებენ - „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი!“. ასევე, მოსამართლის მისამართით სკანდირებენ: „ხუსკივაძე - მონა“.

„მანდატურის თანამშრომელმა ზურგში ჩამარტყა ხელი, ზვიად ცეცხლაძის დედა იდგა და ვცდილობდი, რომ ქალბატონზე არ ყოფილიყო ზეწოლა. მანდატურები მოგვაწვნენ, დაიწყეს იდაყვების და ხელების რტყმა. პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს, სასამართლოს ეძახიან, მაგრამ ეს ცირკია. ეს არის კონსტიტუციის თავზე დახევა. დღეს თუ კონსტიტუციას გვახევთ თავზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი უკან შემოგიბრუნდებათ“,- განაცხადა დაკავებულების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

საბოლოოდ, საქალაქო სასამართლოში შეკრებილების ნაწილმა სასამართლოს ეზოში გადაინაცვლა, სადაც პროტესტს და სასამართლოს მიმართ შეძახილებს განაგრძობენ.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა. დაკავებულთაგან 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა. ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში