ადვოკატის ინფორმაციით, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებული შაკო მაღრაძე აცხადებს, რომ ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ძალადობრივი მეთოდებით დააკავა

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული შაკო მაღრაძე აცხადებს, რომ ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავა.

მაღრაძე მისმა უფლებადამცველმა ქალაქის მთავარ სამმართველოში უკვე მოინახულა.

„ამ ეტაპზე 4 ადამიანს ვიცავ, ერთ-ერთი უკვე მოვინახულე, ის აცხადებს, რომ ის გოგა მემანიშვილმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, კისერზე ხელი მოუჭირა და წაათრია მანქანამდე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ყველაზე ცინიკური იცით რა არის? ეს თავისუფალი ადამიანები „ზონდერებმა“ ხომ დააკავეს, მაგრამ სწორედ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ, ვის საქციელსაც ისინი აპროტესტებდნენ",- განაცხადა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.

რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია