მამუკა მდინარაძე - გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია

ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიამ პირველმა განახორციელა ფიზიკური თავდასხმა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რაც „უმძიმესი მუხლია“.

მისივე თქმით, გამოძიების საკითხია ამ ყველაფერს ჰქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს. ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია, თუ არ ვცდები 325-ე და ამ მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს. საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, - ხო აბა რა, იყო, მაგრამ ამას ფორმალური საკითხების გარკვევა სჭირდება. შენ ნუ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის, თავდაცვის მიზნითაც. თავს ხომ არ გაალახვინებ?! ვიღაც თავს გესხმის, თავი უნდა დაიცვა ხომ?! ჭიქას რომ ჩაგარტყამენ სახეში, უნდა გაჩერდე და რას კადრულობ ბატონო უნდა უთხრა?! თავს დაგესხმებიან და პასუხი უნდა გასცე. თავდასხმაც უნდა გავარჩიოთ და პასუხის გაცემაც უნდა გავარჩიოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, "თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს