„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

15 იანვარს, სამტრედიაში ტრადიციად ქცეული ძველით ახალი წლის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც დეველოპერული კომპანია "არქის" დამფუძნებელმა ილია წულაიამ სახლი საჩუქრად ცინცაძეების მრავალშვილიან ოჯახს გადასცა.

ოჯახი, რომელიც წლების მანძილზე გაჭირვებაში ცხოვრობდა და არ ჰქონდა საკუთარი სახლი, 2025 წელს უდიდესი სიხარულით იწყებს. სამტრედიაში ძველით ახალი წელი საზეიმო ღონისძიებით 2012 წლიდან აღინიშნება და ატარებს საქველმოქმედო ხასიათს, სადაც სხვადასხვა პირები თუ ბიზნესის წარმომადგენლები გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებიან და სახლებს საჩუქრად გადასცემენ. ამ ინიციატივას, რომელიც დიდი ხანია, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, უკვე წლებია უერთდება ილია წულაიაც, ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქის" დამფუძნებელი, ვინც უსახლკარო ოჯახებს ახალ სახლს ყოველწლიურად საჩუქრად გადასცემს ხოლმე.

სახლის გასაღები ოჯახს სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გამართული საზეიმო კონცერტის დასასრულს გადაეცა. "არქისთვის", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ქველმოქმედება ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, მუდმივადაა ჩართული ისეთ ღონისძიებებში, რაც მიმართულია იმ ადამიანების დახმარებისკენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. არქი მომავალშიც გააგრძელებს საქველმოქმედო თუ სხვა სახის ღონისძიებების აქტიურ მხარდაჭერასა და უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანას.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს