გაერთიანებული სამეფო უკრაინას Gravehawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფო უკრაინას Gravehawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მობილურ სისტემებს გადასცემს. პროექტი ერთობლივად დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და დანიის მიერ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იუწყება.

მათი განმარტებით, Gravehawk სისტემას შეუძლია გამოიყენოს უკრაინული რაკეტები, რომელიც უკვე შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში.

„მაშინ, როცა უკრაინა რუსეთის მხრიდა მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება, Gravehawk-ის სისტემა გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რაც მას საშუალებას მისცემს დაიცვას თავისი ქალაქები, ჯარები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი პროტოტიპი უკრაინაში 2024 წლის სექტემბერში გამოცადეს, კიდევ 15-ის მიწოდება კი წელს განხორციელდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე