ჯეიმს რიში - საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ - იმედი გვაქვს, ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს

ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს, - ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

რიში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.

„ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია,“ - განაცხადა რიშმა.

გარდა ამისა, საქართველოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დემოკრატმა სენატორმა, ტიმ ტეინიმ, რომელიც ამბობს, რომ ამერიკული მხარე საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით ძალიან შეშფოთებულია.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომელიც ევროპაზე არიან ფოკუსირებული, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. ეს უკუსვლა ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად, რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ,“ - განაცხადა ტიმ ტეინიმ „ამერიკის ხმასთან“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს