ამერიკული დიპლომის და საერთაშორისოდ აკრედიტებული განათლების მიღება უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

გსურთ ამერიკული დიპლომისა და საერთაშორისოდ აკრედიტებული განათლების მიღება ქვეყნის დატოვებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე? Webster University Georgia საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სწორედ ამ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

ამერიკული უნივერსიტეტის ქართულ კამპუსში სწავლისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ და ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ხოლო მაგისტრანტებისთვის - საერთო სამაგისტრო გამოცდები. ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ Webster University-ის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტს გააჩნია ძლიერი წარმომადგენლობა ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და, რა თქმა უნდა, აშშ-ში.

Webster University Georgia-ში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 22 000 ლარია. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080 $, ავსტრიაში - 22 254 $, აშშ-ში 29 680 $, შვეიცარიაში კი 36 020 $. პროგრამები აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო დონეზე-აშშ-სა და ევროპაში, ისე ადგილობრივად- განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ.

Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი კი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, Webster University ლიდერ პოზიციას იკავებს იმ უნივერსიტეტებს შორის, სადაც ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლისთვის საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. Forbes-ის სარეიტინგო სიაშიც პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი საზღვარგარეთ არსებული პროგრამებისთვის.

ვებსტერის უნივერსიტეტი აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად აღიარებულია არაერთი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ, როგორიცაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსი 2-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად გაიხსნა და დღეს რეგიონში ერთადერთ ოფიციალურ ამერიკულ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის Webster University Georgia 4 საბაკალავრო პროგრამას შესთავაზებს სტუდენტებს. ესენია:

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, Webster University Georgia-ში ამ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში