BTUAI-ს ანალიტიკა უკვე IPN-ზეა ხელმისაწვდომი

ექსპერტებისა და AI-ს ინტერაქციით შექმნილი უნიკალური ანალიტიკური მასალა ბიზნესის, ეკონომიკის, ინოვაციების, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე გლობალური პროცესების, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა თემების გარშემო, ახლა უკვე IPN-ზე გათავსდება და ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. BTUAI.ge ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ შექმნილი პლატფორმაა, სადაც განთავსებული ანალიტიკური მასალა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქეისების, ისე სექტრული პროგნოზების, კვლევისა და პოდკასტების სახით.

BTUAI.ge წარმოადგენს ინოვაციურ სივრცეს, რომელიც ადამიანისა და მანქანის (Human+Machine Interaction) ინტერაქციით, ინფორმაციის მიღების ახლებურ მიდგომას ნერგავს. განსხვავებით საინფორმაციო თუ ანალიტიკური მასალების შექმნის ტრადიციული მეთოდებისგან, აღნიშნულ პლატფორმას სფეროში შემოაქვს ხელოვნური ი8ნტელექტის შესაძლებლობები, რომლის განვითარებისთვის, პალიტრა ჯგუფთან პარტნიორობით, გამოყენებულია მედიაჰოლდინგის მრავალათასიანი ახალი და საარქივო მასალა, აგრეთვე, მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური სწაროები და რესურსი, რომელიც ზრდის ინფორმაციის სანდოობას და დამუშავების სისწრაფეს. BTUAI ორიენტირებულია ინოვაციური გზით მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერ მომხმარებელს, ორგანიზაციებს, დარგის პროფესიონალებს, რომლებიც ცდილობენ დანერგონ AI ტექნოლოგიები თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. BTUAI-ზე განთავსებული მასალა ყოველდღიურად განახლებადია, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის სწრაფი მიწოდება, ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა სექტორში და პროფესიული უნარების გაუმჯობესება დაინტერესებული მხარეებისთვის. BTUAI-ს მიერ შექმნილი მასალა OpenAI პლატფორმაზე - GPTstore-ზეც უკვე ოფიციალურად განთავსებულია.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს