ანონსი  21 იანვარი

21 იანვარს, 11:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC) შეხვედრას - „როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე - სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების ძიებაში?“ გამართავს, რომელზეც განიხილება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე არსებული დარღვევები და შედეგები.

მოწვეული სპიკერები არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, „სამოქალაქო იდეის“ აღმასრულებელი დირექტორი თინა ხიდაშელი. ასევე, შეხვედრაზე მიწვეულები არიან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13, სასტუმრო „თბილისი მარიოტი“

21 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 იანვარს, 11:00 საათზე, ენეროომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რატომ დაერიცხათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალურები; ე.წ. მკვლელი გაზის გამათბობლები და კრიტიკულად მძიმე ვითარება; ჩაჭრილი დანადგარები სტატისტიკა; მონიტორინგის საერთო სურათი და შეთავაზება დაზარალებულ მოსახლეობას.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599726565

21 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების, დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 იანვარს, 14:00 საათზე, გმირთა მოედანზე, ე.წ. 11-სართულიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრები ტატა ხვედელიანი (ფრაქციის თავმჯდომარე), სალომე კობალაძე და გიორგი შარაშიძე (პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი) ბრიფინგს გამართავენ.

თემა: "მერიის უმოქმედობის გამო საფრთხეშია 11-სართულიანი სახლი და მოსახლეობას გადაუდებელი დახმარება სჭირდება".

მის: გმირთა მოედანი, 11-სართულიანის შესასვლელთან (ცენტრალური არკა)

საკონტაქტო: გიორგი შარაშიძე +995 599 58 82 02

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება