ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია - ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატების რეგისტრაციას იწყებს. პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ რეგისტრაცია 5 თებერვალს დაიწყება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სწავლა კი მარტში დაიწყება. ჩაბარება მხოლოდ შიდა პროცედურებით, ერთიანი სამაგისტრო გამოცდის გარეშე მოხდება.

BTU ბიზნესის ადმინისტრირების სტანდარტულ, 2-წლიან სამაგისტრო პროგრამას წლებია წარმატებით ახორციელებს. ამიერიდან კი ხელმისაწვდომი იქნება როგორც 1, ისე 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამები. თუ რა განსხვავებაა მათ შორის, როგორ მოხდება მიღება და რას შეისწავლიან მაგისტრანტები ერთი წლის განმავლობაში პროგრამის „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ჭედია გვესაუბრება.

რას სთავაზობს მაგისტრანტებს ერთწლიანი სასწავლო პროგრამა?

დრო ძალიან დაჩქარდა. დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ძალიან სწრაფად, ყოველდღიურ რეჟიმში მივიღოთ და ჩვენს საქმიანობაში დავნერგოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება.

მისი შეთავაზებით ძალიან დიდ კონკურენტულ უპირატესობას ვიძენთ. ჩვენ უკვე შეგვიძლია, რომ აღმასრულებელ მენეჯერს შევთავაზოთ ამერიკული და ევროპული გამოცდილება საქართველოში მოკლე დროში. სწავლის შემდეგ მათი ბიზნესთან კავშირი და დაბრუნება ძალიან მარტივდება. რასაც ისწავლით დილის საათებში, საღამოს უკვე საკუთარ საქმიანობაში განახორციელებთ.

კონკრეტულად რა იცვლება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაში?

ძირითადი განსხვავება არის მხოლოდ ხანგრძლივობა. ეს გახლავთ ეფექტიანობაზე ადაპტირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც მაგისტრანტებს განსაკუთრებულ ცოდნასა და სარგებელს სთავაზობს. ძირითადი საგნები არ იცვლება. მენეჯერები სტანდარტულად შეისწავლიან მენეჯმენტს, ლიდერობას, ფინანსებს, ტექნოლოგიებს და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს შეიძენენ. ძირითადი საგნები და მიდგომები არ იცვლება.

2-წლიანი სამაგისტრო პროგრამისგან ახალ პროგრამას განასხვავებს ისიც, რომ ახალი შეთავაზება აღმასრულებელი მენეჯერებისთვისაა გათვლილი, მათთვის, ვისაც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება უკვე აქვთ და ახლა მოკლე დროში კარიერული წინსვლა სურთ.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა 1 და 2-წლიან პროგრამებს შორის არჩევანის გაკეთების დროს რა უნდა გაითვალისწინონ?

ამ დროს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მათი ცოდნა და გამოცდილება, მეორე მხრივ კი - მათი მიზნები. ვისაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება და ახლა სურს, უკეთესი ცოდნით უმოკლეს დროში დაუბრუნდეს საქმიანობას, რა თქმა უნდა, ერთწლიანი პროგრამა უმჯობესია.

როგორ ხდება ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება?

მიღება ხდება გამარტივებული წესით, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე, შიდა გამოცდისა და გასაუბრებით. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

როგორია რეგისტრაციისა და სწავლის დაწყების ვადები? ასევე, საინტერესოა, რამდენი კანდიდატი შეძლებს სწავლის დაწყებას პირველ წელს?

რადგან მიღება ერთიანი სამაგისტრო გამოცდების გარეშე ხდება, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მარტიდან უკვე დავიწყოთ პროგრამის განხორციელება. რეგისტრაცია 5 თებერვალს დაიწყება და 13 თებერვალს დასრულდება. სასწავლო პროცესი კი მარტიდან არის დაგეგმილი.

საწყის ეტაპზე 50 მაგისტრანტი შეძლებს სწავლის დაწყებას. სასწავლო პროცესი საკმაოდ ინტენსიური იქნება და 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

რამდენია სწავლის ღირებულება?

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის“ სწავლის ღირებულება 2950 ლარია. ეს საკმაოდ კონკურენტული შეთავაზებაა, რაც ბევრ მსურველს შესაძლებლობას მისცემს მნიშვნელოვნად აიმაღლონ კვალიფიკაცია.

მოგვიყევით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების უპირატესობებზეც სხვა უნივერსიტეტების ანალოგიურ პროგრამებთან შედარებით

ჩვენ მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამები ძალიან კონკურენტულია. საქართველოს ბაზარზე ბიზნესისას და ტექნოლოგიების ინტეგრირებულად შესწავლისა და მისი საქმიანობაში დანერგვის შესაძლებლობას ვზრდით. BTU-ს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ პრაქტიკულ სწავლებას ეთმობა. კერძოდ, უნივერსიტეტის მხრიდან სრული დაფინანსებით, მაგისტრანტები მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში, ტრენინგებსა და ტექ-კურსებში.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია და MarTech ლაბორატორია.

პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ინტერესის ფორმა.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა