„სელფი მობაილი“ Vodafone Group-ის პარტნიორი გახდა

„სელფი მობაილი“ ოფიციალურად გახდა Vodafone Group-ის პარტნიორი. ამ თანამშრომლობის შედეგად „სელფი მობაილის“ 1.3 მლნ მომხმარებელი მიიღებს გაუმჯობესებულ სერვისებს, რაც თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ინოვაციურ პროდუქტებზე წვდომას გულისხმობს,- ამის შესახებ ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს.

„Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ემსხურება კორპორატიულ კლიენტებსაც, ჯამში 4.8 მლნ კომპანიას. უშუალოდ Vodafone Partner Markets-ის მიმართულებით, ჯგუფი თანამშრომლობს ადგილობრივ ოპერატორებთან 45 სხვადასხვა ქვეყანაში.

პარტნიორობის ფარგლებში, უკვე ხელმისაწვდომია Vodafone-ის ლოიალობის პროგრამა – სიახლე საქართველოს ტელეკომ ბაზარზე. ეს პროგრამა მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან უპირატესობებს, მათ შორის ფასდაკლებებს ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Wolt და Trip.com, აგრეთვე პრივილეგიებს სამოგზაურო შეთავაზებებზე, გასართობ ღონისძიებებზე და სხვ.

ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია - სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთები, სამოგზაურო შეთავაზებები და მრავალი სხვა. ლოიალობის პროგრამას ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად ემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„სიბიეს ჯგუფის“ ფინანსური დირექტორის, თამარ გახარიას განცხადებით, მათი სტრატეგია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, რაც მოიცავს მომხმარებელთა კომფორტისთვის ინოვაციური და თანამედროვე სერვისების შეთავაზებას.

„სელფი მობაილის“ მიერ Vodafone-ის გამოცდილების დანერგვა არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. ეს პარტნიორობა ქმნის ახალ სტანდარტს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რაც ჩვენს აბონენტებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობებით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს გლობალურ ციფრულ რუკაზე“,-აღნიშნა „სიბიეს ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში