ზაზა თავაძე - დღეს  ჩვენ ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს - პოლიციურ სახელმწიფოში კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს

მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.

თავაძის თქმით, პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს და ამას მზა ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების საქმეები მოწმობს.

„ჩვენ დღეს ვხედავთ პოლიციურ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს. პოლიციურ სახელმწიფოში კონსტიტუციის მოქმედებას, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს. ზუსტად ეს შემთხვევა გვაქვს ჩვენ როგორც ქალბატონ მზია ამაღლობელთან მიმართებაში, ასევე სხვა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიციელი ხელშეუხებელია, რას ნიშნავს ეს? ანუ როდესაც მზია ამაღლობელი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ამ პოლიციელს მისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული, პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელია ჩადენილი.

მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ”, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად