საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანას 3 კომპანია უზრუნველყოფს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა.

„ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრეს“-თან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -„მეტრო ჯორჯია” განახორციელებს. სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორი კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმოდგენილია უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე, შემოგვიერთდა სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ჯორჯია“, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ბილეთები და ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორმა ლევან ცხადაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, “მეტრო ჯორჯია”, სხვა კომპანიების მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს.

„კომპანია საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის „Metro“-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. “მეტრო ჯორჯიას” ავტობუსები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი “მეტრო ჯორჯიასთან” პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.

ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე https://metrogeorgia.ge/ უკვე შესაძლებელია“, - ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია