საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორის, ტრისტან ბუაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები მწუხარებას გამოთქვამენ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, ტრისტან ბუაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეთხოვება შესანიშნავ ადამიანს, კოლეგასა და პედაგოგს, ნიჭიერ მკვლევარს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, ტრისტან ბუაძეს, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.

მრავალმხრივი იყო მისი სამეცნიერო ინტერესები - ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ზოგადთეორიული, სტოქასტური სისტემების სტატისტიკური ანალიზისა და სტატისტიკურ შეფასებათა პარამეტრული და არაპარამეტრული ამოცანების კვლევები, ალბათობათა განაწილების სიმკვრივეების არაპარამეტრული და პროექციული შეფასებები, გამოყენებითი სტატისტიკისა და ეკონომეტრიკის საკითხები, მასობრივი მომსახურების მათემატიკური მოდელები, უსასრულო განზომილებიანი სტატისტიკური სტრუქტურები და სხვა.

სამეცნიერო კვლევებში, ბატონ ტრისტანთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული მისი სტუდენტები, სხვადასხვა თაობის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს თავად არიან წარმატებული სპეციალისტები და მკვლევრები.

სამძიმარს ვუცხადებთ, ბატონი ტრისტან ბუაძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს. უფალმა გაუნათლოს სასუფეველი“, - აღნიშნულია სტუ-ს სამძიმრის წერილში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია