ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი - 20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს - სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება

ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავსაჯანიშვილი აცხადებს, ჯავახიშვილის სამარტოო საკანში გადაყვანა მიზნად მის დასჯას ისახავს.

„წერილი გავრცელდა კიდეც, ქალბატონ მზია ამაღლობელის მხარდაჭერის და სოლიდარობის ნიშნად მან და რევაზ კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადეს. ჯავახიშვილი წერილში თავადაც ამბობს, რადგან სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, 20 წლის ბიჭი საკანში მარტო გადაიყვანეს, ჩაკეტილი ჰყავთ, იზოლირებულია, არც ტელევიზორი და არც სხვა რამე ბენეფიტი აქვს. სამარტოო საკანში გადაყვანა დამსჯელობითი მიზნით გადაყვანას უტოლდება.

როგორ ფიქრობთ, გლდანის ციხეში ვინმე ვინმეს რამეს განუმარტავს? ბიჭმა შიმშილობა გამოაცხადა და მარტო ჩასვეს, როცა იმავე ციხეში სხვა მოშიმშილეებიც არიან და შეეძლოთ, თუ მოშიმშილეების იზოლირებას ახდენდნენ, ერთად ჩაესვათ, რევაზ კიკნაძეც შიმშილობს. შესაბამისად, ეს განზრახ არის გაკეთებული, რომ ზეწოლა მოახდინონ, შენ თუ ასე მოიქცევი, ჩაგსვამთ თეთრ კედლებში მარტო და გაგაგიჟებთო.

შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამ ბიჭს ისედაც კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა და ეს შიმშილობა მასზე რა თქმა უნდა, აისახება. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მხოლოდ წყალს იღებს“, - აცხადებს ავსაჯანიშვილი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სხვა პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში