პიტერ სიიარტო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე - ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა, სანქციებმა ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას

ბოლო სამმა წელმა აჩვენა, რომ სანქციები უაზროა, სანქციებმა ზიანი მიაყენა ევროპის ეკონომიკას, უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი მიაყენა უნგრეთს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კომენტირებისას განაცხადა და მის სიტყვებს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სიიარტოს მტკიცებით, სანქციებით გამოწვეული სირთულეები, გამოწვევები და ზიანი კიდევ უფრო გაიზარდა იმ შემზღუდავი ზომებით, რაც უკრაინამ მისი ტერიტორიის გავლით ენერგორესურსების მიწოდებაზე დააწესა.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ სანქციების პოლიტიკა წარუმატებლად მიგვაჩნია და ახლა ვფიქრობ, რომ სანქციებით მიყენებული ზიანის დონემ კრიტიკულ დონემდე მიაღწია. მეტიც, ახალი ვითარებაა, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტიც ეძებს გამოსავალს რუსეთთან და ვფიქრობ, რომ ამ ძიების შედეგი არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას აქ, ევროპაში, სანქციების შესახებ სხვა გადაწყვეტილების მიღებისას“, - აღნიშნა სიიარტომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს