თეთრი სახლის ინფორმაციით, კოლუმბია მიგრანტების შეუზღუდავ მიღებას დათანხმდა, რის გამოც აშშ დაპირებულ ტარიფებს და სანქციებს აღარ დაუწესებს

თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„კოლუმბიის მთავრობა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას, მათ შორის კოლუმბიიდან დაბრუნებული ყველა არალეგალი უცხოელის შეუზღუდავად მიღებას, მათ შორის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით, შეზღუდვისა და შეფერხების გარეშე. ამ შეთანხმების საფუძველზე, მოხდება სრულად შემუშავებული IEEPA ტარიფების და სანქციების გადადება და ხელი არ მოეწერება, თუ კოლუმბია ამ შეთანხმებას დაიცავს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კოლუმბიას დაუწესებს ყოვლისმომცველ საპასუხო ზომებს, მათ შორის ტარიფებს და სანქციებს, მას შემდეგ რაც სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ უარი თქვა მიეღო ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტებით.

ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს უარი ავიარეისების მიღებაზე საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კოლუმბიის ამ ნაბიჯზე საპასუხო ზომები მოიცავს 25%-იანი ტარიფის დაწესებას აშშ-ში შესულ კოლუმბიურ საქონელზე, რომელიც ერთ კვირაში 50%-მდე გაიზრდება, კოლუმბიის მთავრობის წარმომადგენლებისთვის მოგზაურობის აკრძალვას და ვიზის გაუქმებას და საგანგებო სახაზინო, საბანკო და ფინანსურ სანქციებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია