სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტს ბრალი ამბოხებისთვის წაუყენეს

სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებულ პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს ბრალი ამბოხებისთვის წაუყენეს, იუნ სუკ იოლის იურიდიულმა გუნდმა ბრალდება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ გამოძიების უკანონობას გამოააშკარავებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ი წერს, რომ სამხრეთ კორეაში ამბოხება ისჯება სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად სავარაუდოა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, ოფიციალურად გაათავისუფლოს იუნ სუკ იოლი პრეზიდენტის თანამდებობიდან თუ მისი უფლებამოსილება აღადგინოს.

ამბოხების ბრალდება იუნ სუკ იოლის მიერ 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკავშირდება, რის მიზეზადაც მან ქვეყნის ანტისახელმწიფოებრივი ძალებისგან დაცვა გამოაცხადა. იუნის განცხადებიდან ორ საათზე ნაკლებ დროში, პარლამენტში 190 დეპუტატი შეიკრიბა და პრეზიდენტის მოთხოვნა დაბლოკა. პარლამენტმა 14 დეკემბერს იუნის იმპიჩმენტს და უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის ოფიციალურ გათავისუფლებაზე, ან უფლებამოსილების აღდგენაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. თუ იუნს თანამდებობიდან გადააყენებენ, საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის ვადაში გაიმართება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს