Samsung Galaxy S25 სერიის წინასწარი გაყიდვა დაიწყო

Samsung Galaxy S25 სერიის წინასწარი გაყიდვა საქართველოში უკვე დაიწყო. ისინი, ვინც პირველები შეიძენენ Galaxy S25 სერიის უახლეს ფლაგმანებს Samsung-ის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში, გამორჩეულ საჩუქრებს მიიღებენ. კერძოდ,

  • Galaxy S25+ ან Galaxy S25 შეძენისას საჩუქრად მიიღებ Galaxy Buds3;

Galaxy S25 Ultra-ს შეძენისას კი საჩუქრად მიიღებ Galaxy Buds3 Pro.

Galaxy S25 სერია შეგიძლია შენი AI გამოცდილება ახალ ეტაპზე გადაიყვანო და ყოველდღიურობა უფრო კომფორტულთან ერთად, მეტად საინტერესოც გახადო.

One UI-სთან ერთად, Samsung Galaxy S25 Ultra, Galaxy S25+ და Galaxy S25 შენი AI თანამგზავრი გახდება - მარტივად ამოიცნობს საჭიროებებს, კონტექსტს და შენზე მორგებულ AI გამოცდილებას შემოგთავაზებს.

Samsung აქტიურად მუშაობს Google-თან ერთად, Android-ის ახალი ვერსიის შესაქმნელად, რომელიც ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. ეს არის დეველოპერებისა და პარტნიორების გლობალური ძალისხმევა, რათა შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, უფრო მოქნილი Android სისტემა.

გაუმჯობესებული AI ფუნქციები: Circle to Search, AI ასისტენტი - Gemini, Call Transcript, Writing Assist და სხვა უამრავი, შენი ყოველდღიურობის გამარტივებაზე ახლა უფრო ეფექტურად იზრუნებენ.

Circle to Search ახლა უკვე ამოიცნობს მობილურის ნომრებს, იმეილებსა და URL-ებს შენს ეკრანზე, რითაც გაძლევს საშუალებას, დარეკო, გააგზავნო მეილი ან ეწვიო ვებსაიტს, ეკრანზე მხოლოდ ერთხელ შეხებით.

ცხოვრებას გაცილებით გიმარტივებს შენი AI ასისტენტი - Gemini, რომლითაც შეგიძლია ინტერაქცია Samsung-სა და Google-ის მრავალ აპლიკაციას შორის. მაგალითად, შეგიძლია მოძებნო შენი საყვარელი სპორტული კლუბის მთელი სეზონის განრიგი და დაამატო Samsung Calendar-ში, მხოლოდ ერთი ხმოვანი ბრძანებით.

Galaxy S25 სერია კვლავ აგრძელებს Call Transcript-ის საშუალებით შენი საუბრების გამარტივებას. Writing Assist ფუნქციები, როგორიცაა კონტენტის შეჯამება ან ავტომატური ფორმატირება, ახლა უკვე ხელმისაწვდომია იქვე, სადაც ტექსტს მონიშნავ. აღარ გჭირდება ერთი აპლიკაციიდან გამოსვლა და მეორეზე გადასვლა, რაც დაგიზოგავს დროსა და ენერგიას.

AI-ის ეპოქაში Samsung განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შენი პერსონალური ინფორმაციის დაცვას. მომხმარებელზე მორგებული გამოცდილების პარალელურად, ნებისმიერი ინფორმაცია უსაფრთხოდ არის დაცული Knox Vault-ში.

შეგახსენებთ, რომ შეიძინო Galaxy S25 სერია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების ქსელებში - ალტა, ელიტი, მეგატექნიკა, კონტაქტ ჰოუმი, ველისთორი, და ასევე იმ საცალო მაღაზიებში სადაც სამსუნგის სმარტფონებს ოფიციალური ჰოლოგრამა აქვთ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია