ანონსი  28 იანვარი

28 იანვარს, 09:45 საათზე, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში გაიმართება პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელის, არტურ გებალის პრესკონფერენცია.

მის: ლადო გუდიაშვილის 3

საკონტაქტო პირი: ნინო ხომერიკი 599 88 15 05

28 იანვარს, 11:00 საათზე, “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ოფისში გაიმართება პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის ბრიფინგი.

მის: ბელიაშვილის 68.

28 იანვარს, 11:00 საათზე, კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისთან განცხადებას გააკეთებს.

მის: ბარნოვის ქ. 81, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

საკონტაქტო პირი: 598 002 110

28 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტ ოთარ ანგურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები; 6 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შესახებ შეთანხმება; ლარის კურსი."

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 იანვარს, 14:00 საათზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი გიორგი შარაშიძე გამართავს ბრიფინგს.

თემა: კორუფციული გარიგება! საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოცნების უკანონო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვის გაცემა.

მის: თავისუფლების მოედანი 2, საკრებულოს შენობა.

28 იანვარს, 15:00 საათზე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის მორიგი აქცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გაიმართება.

მის: მიხეილ ასათიანის ქუჩა #9.

28 იანვარს, 15:30 საათზე, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა ბრიფინგს გამართავს.

მის: ბელიაშვილის 68, პარტიის ოფისი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს