ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ლამფალუსის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მეათე საიუბილეო კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა „გეოეკონომიკის ეპოქა: ცენტრალური ბანკის ევოლუცია“, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორჟი მატოლჩიმ და კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა ჯეფრი საქსმა გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელზეც მაღალი რანგის სტუმრებმა მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს.

კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელ უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.

„საკმაოდ პროდუქტიული და საქმიანი დისკუსიები გვქონდა. ვისაუბრეთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები ინფლაციის მართვის კუთხით, მიმოვიხილეთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და ცენტრალური ბანკების როლი ინფლაციის ნორმალიზებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე ჰქონდა შესაძლებლობა დისკუსიები გაემართა სხვადასხვა აკადემიურ წრეებთან და ცნობილ ეკონომისტებთან. მათ შორის პროფესორ ჯეფრი საქსთან, რომელიც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში