ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოში ერთადერთ, ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს. 2025-2026 სასწავლო წლიდან კი სტანდარტულ 4-წლიან პროგრამასთან ერთად უნივერსიტეტი სტუდენტებს 3-წლიან საბაკალავრო პროგრამაზეც მიიღებს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ინტენსიურად შეისწავლონ ციფრული მარკეტინგი 3 წლის განმავლობაში და თუ სურვილი გაუჩნდებათ, მე-4 წელს დამატებით ხელოვნური ინტელექტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფინანსების, მენეჯმენტის ან ფსიქოლოგიის კურსი გაიარონ.
3-წლიან პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმის სავალდებულო საგნები არ იცვლება. სტუდენტები შეისწავლიან ყველაფერს, რაც მაღალკვალიფიციურმა თანამედროვე მარკეტერმა უნდა იცოდეს. ისინი ძირითად ცოდნას შემოკლებულ დროში მიიღებენ და შეძლებენ უფრო მალე დაიწყონ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა, დასაქმდნენ მოწინავე კომპანიებში ან შექმნან საკუთარი სტარტაპები. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სტუდენტებს ამ მიმართულებითაც ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად დაიწყონ საკუთარი საქმე, რაშიც სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას სთავაზობს.
მნიშვნელოვანი საკითხი, რაც BTU-ს მარკეტინგის პროგრამას სხვებისგან გამოარჩევს არის ის, რომ პროგრამა სრულად ციფრულ მარკეტინგს ეძღვნება და მასში დიდი დოზით არის ჩართული Google-ის ინსტრუმენტები, UX/UI, CRM სისტემები, ციფრული წიგნიერება და სხვა. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ კი უნივერსიტეტი სტუდენტებს წამყვან ციფრულ სააგენტოებში პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს.
საბაკალავრო პროგრამის ლექტორები ციფრული მარკეტინგის პრაქტიკოსი სპეციალისტები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რა მოთხოვნა და ტენდენციებია ბაზარზე, რა ინსტრუმენტები ინერგება პროდუქტისა თუ სერვისის ცნობადობის გასაზრდელად და როგორ გამოვიყენოთ ისინი. შესაბამისად, სტუდენტებს სრულყოფილი ინფორმაცია ექნებათ ციფრულ მარკეტინგში არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და მათ პრაქტიკაში დანერგვასაც შეძლებენ.
ციფრული მარკეტინგის 3-წლიან საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება. სწავლის ღირებულება 2950 ლარია. აქვე აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ 3-წლიან პროგრამაზე სწავლით სტუდენტები სწავლის ღირებულების ოპტიმიზაციასაც შეძლებენ. პარალელურად, მათ სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობა აქვთ.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ დაინტერესების ფორმა.
(R)