საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წეროვანის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია წელს მეორედ გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილეებმა, პროფესორებმა ლილი პეტრიაშვილმა, ნონა ოთხოზორიამ და ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ ქოზაშვილმა და რომა კასაბურმა, ასევე, სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ორ მრავალშვილიან ოჯახს ტანსაცმელი გადასცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დეკემბერ-იანვრის თვეში, წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის - „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და წეროვანში, სოციალურად დაუცველთა - ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტი, ასევე, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად ატარებს.

„ჟამურაშვილების ოჯახებს წელს მეორედ ვეწვიეთ. საახალწლოდ დავეხმარეთ სურსათ-სანოვაგით, ამჯერად კი ბავშვებს ტანსაცმელი - ოთხივე სეზონისთვის გადავეცით. ძმები ჟამურელების ოჯახებში 10 არასრულწლოვანი იზრდება. ისინი 2008 წლიდან ახალგორში ცხოვრობენ. ავთანდილ ჟამურელის და ნინო კახურაშვილის 5 შვილიდან უფროსი 16 წლისაა, უმცროსები, ტყუპები - სამის, ხოლო ცეზარისა და გვანცა კაპარაშვილის ოჯახის უფროსი შვილი 14-ის, უმცროსი კი 5 წლისაა. აქციის ფარგლებში შევაგროვეთ ტანსაცმელი, სათამაშოები, შევიძინეთ აუცილებელი ნივთები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ამ ბავშვებს. რექტორის ინიციატივის ხორცშესხმის მიზნით, სტუ-ის ქალთა ასოციაციასთან ერთად, ფაკულტეტი კვლავ გააგრძელებს საქველმოქმედო აქციათა ციკლს”, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე - მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ