ლაშა ბუღაძე - მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას უბრალოდ აღარ შეუძლია დათმობაზე წამოსვლა იმიტომ, რომ ეს ავტოკრატიის ლოგიკაა - მცირე დათმობაზეც რომ წამოვიდნენ, მთელი სისტემა ჩამოეშლება

მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას უბრალოდ აღარ შეუძლია დათმობაზე წამოსვლა იმიტომ, რომ ეს ავტოკრატიის ლოგიკაა - მცირე დათმობაზეც რომ წამოვიდნენ, მთელი სისტემა ჩამოეშლებათ, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

ბუღაძის თქმით, მიზანიც სწორედ ეს არის, რომ „ივანიშვილის ბანდიტური სისტემა ჩამოიშალოს“.

„მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას უბრალოდ აღარ შეუძლია დათმობაზე წამოსვლა იმიტომ, რომ ეს ავტოკრატიის ლოგიკაა - მცირე დათმობაზეც რომ წამოვიდნენ, მთელი სისტემა ჩამოეშლებათ, ამიტომ, ისინი, ბუნებრივია, იკუმშებიან, ყანყალებენ შიგნიდან, გარედანაც არის ზეწოლა და საზოგადოებისგანაც, ამიტომ, ორი თვის წინ, როდესაც ჩვენ ეს მცირე ეთერი მოვიპოვეთ, ახლა ამასაც ვეღარ დათმობენ იმიტომ, რომ ყველაფერი დაენგრევათ, ჩამოეშლებათ. ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ ივანიშვილის ბანდიტური სისტემა ჩამოიშალოს და საქართველო გავიდეს სამშვიდობოს", - აღნიშნა ლაშა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის შენობის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი მოთხოვნაა, დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს.

დემონსტრანტები ასევე მზია ამაღლობელისა და ყველა იმ პირის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც აქციების პერიოდში დააკავეს.

ცოტა ხნის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი ბანერი გადმოჰფინეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია