ზვიად ცეცხლაძის მამა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ - ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში მიღწეული იქნას ახალი არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები

იყო საუბარი, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანაში მიღწეული იქნას ახალი არჩევნები და განთავისუფლებული იქნან პოლიტპატიმრები , - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, შეხვედრისას მისი მოთხოვნა იყო, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად მკაცრი ბერკეტები გამოიყენოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს.

„ძალიან გულთბილი მიღება გვქონდა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს. შეხვედრა თავად ელჩმა გახსნა, აღწერა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რა ინფორმაციას ფლობენ, რა პროცესები განვითარდა, მიზეზები რა იყო, გარკვეული მოკლე შეფასება გააკეთა ყველაფრის. პროცესი გაგრძელდა იმით, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება კონკრეტულად ჩვენი „ქეისების“ შესახებ მოგვეხსენებინა მათთვის.

ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ევროკავშირმა მაქსიმალურად მკაცრი ბერკეტები გამოიყენოს. ევროკავშირს აქვს მსუბუქი ბერკეტები და აქვს მკაცრი ფორმები, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად მკაცრი ფორმებით მოახდინოს სანქცირება ყველა იმ პირის, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული: მოსამართლეები, პროკურორები განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ა.შ. მოთხოვნა გვქონდა, რომ მაქსიმალურად მკაცრად და სწრაფად მოახდინონ რეაგირება ყველაფერზე, რათა არსებული რეჟიმი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა