FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება

ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ.

თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება.

პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს. ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, კომპანიას მისცა ფინანსური გამჭვირვალობის, ეფექტიანი რესურსების გამოყენებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალება.

თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მისაღებად, თიბისის ტექ გუნდის წევრები FinOps კონფერენციაზეც იმყოფებოდნენ.

კომპანიაში FinOps-ის წარმატებული დანერგვის შემდეგ, თიბისიმ ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია უკვე ორგანიზაციის გარეთ დაიწყო.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვლილი ნაბიჯებით სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სასაუბროდ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციის - Change Inspire-ს სცენა გამოვიყენეთ და ტექ კომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე” - იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

(R)

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა