ბათუმში ველომარში მოეწყო

ბათუმში ველომარში მოეწყო. ველომოყვარულებმა ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

მათი თქმით, აღნიშნული პერფორმანსით მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ პროევროპულ აქციებს შეუერთდნენ.

ველომარშის მონაწილეებმა მსვლელობის შემდეგ, აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც მეოთხე დღეა მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი.

„ჩვენი პროტესტი განსხვავებულია, გზაში მსვლელობისას მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ. პროტესტი იქნება მასშტაბური, ხალხი ჩვენს გვერდით დგას, აქ საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. მზიას მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება, დროა მოვეგოთ გონს”, - აცხადებენ ველომარშის მონაწილეები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს