სახალხო დამცველი - ყველა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დაინიცირდა, აუცილებლად გვექნება პოზიცია

ყველა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დაინიცირდა, აუცილებლად გვექნება პოზიცია, უბრალოდ, არ მაქვს პაკეტი ნანახი - აღნიშნული საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

“აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო დაცვის გარანტიებს იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც უნდა იყოს დაცული. იცით, რომ ეს არის მოძველებული, საბჭოთა კოდექსი და ამ კოდექსის პირობებში, რა თქმა უნდა, ვადების გაზრდა არის პრობლემური.

აქ მნიშვნელოვანი არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც მხარეებს მისცემს საშუალებას, რომ მათი საპროცესო უფლებები იყოს სრულად დაცული და ეს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ამაზე მრავალი რეკომენდაცია მაქვს გაცემული, რომ ახალი საკანონმდებლო დოკუმენტი არის მისაღები, ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს.

ყველა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დაინიცირდა, აუცილებლად გვექნება პოზიცია, უბრალოდ, არ მაქვს პაკეტი ნანახი, ვინაიდან ერთი საათის წინ მოხდა ეს და როგორც კი ვნახავთ, ყველაფერზე გვექნება პოზიცია”, - განაცხადა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია