ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ტრენინგ კურსები 2024 წელს 900-მა პირმა გაიარა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული სასწავლო კურსების ფარგლებში, 900 პირმა მიიღო კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სემეკის ინფორმაციით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობდნენ რეგულირებადი კომპანიების, ბიზნესის, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

„გარდა ამისა, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით განხორციელდა ექსკლუზიური საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით-„ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტში ჩართული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები. კერძოდ, ქალაქ მცხეთის, სოფელ მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის საჯარო სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე და ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის საკითხებში. გასვლითი ღონისძიებები ენერგოობიექტებზე, თემატური ნამუშევრების მომზადება და საზაფხულო სკოლის ორგანიზება.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელდა პროექტი „განახლებადი ენერგიის როლი კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების შერჩეულ სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიების როლის შესახებ კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში. სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესის გაღვივება აღნიშნული საკითხების მიმართ, ქვეყნის განახლებადი რესურსებისა და კლიმატის მიმართ ზრუნვის ჩამოყალიბება, მდგრადი მექანიზმების შექმნის ხელშეწყობა, მომავალსა და კეთილდღეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა და გაძლიერება. პროექტის შედეგად, 500-მდე მოსწავლემ 38 სხვადასხვა სკოლიდან მიიღო ინფორმაცია განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში.

სხვადასხვა პროექტებთან ერთად ცენტრის ჩართულობით 2024 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს პროექტი ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი v4share.com. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ხოლო პარტნიორებს წარმოადგენენ : Research Center of the Slovak Foreign Policy Association (RC SFPA), სლოვაკეთი, Charles University Environment Center, ჩეხეთი, Partners for Climate Foundation (P4C), პოლონეთი.

პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებში; მარეგულირებელი ბაზის შესწავლა-ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე, ვიშეგრადის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი აქტორების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში