ბაზისბანკი IFC-მ „გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ქალთა დაფინანსების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ ბანკად აღიარა

ბაზისბანკი, გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ბანკად დასახელდა ქალთა დაფინანსების მიმართულებით. აღნიშნული საერთაშორისო ჯილდო ბარსელონაში გამართულ IFC-ის წლიური გლობალური სავაჭრო პარტნიორების შეხვედრის ღონისძიებაზე მიიღო. ჯილდო ქალთა თანასწორობისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიმართ ბაზისბანკის მტკიცე ვალდებულების, ბანკის მიერ ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის აღიარებაა.

„მუდმივად ვმუშაობთ ვაშენოთ მეტად პასუხისმგებლიანი ბანკი და სწორედ ამ მიზნით ვახორციელებთ რიგ ინიციატივებს, როგორიცაა ქალთა ფინანსური ჩართულობის გაზრდა, პასუხისმგებლიანი ფინანსური მხარდაჭერით. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა, რასაც ვაჭრობის დაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამის მეშვეობით ვახორციელებთ, აღიარებულ იქნა ჩვენი პარტნიორის, IFC-ის მხრიდან. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ქალებს მათ საერთაშორისო ბიზნეს წამოწყებებში. მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საერთაშორისო ბიზნესში ჩართულ ქალთა მხარდაჭერის ინიციატივების განხორციელებას, რაც ბანკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია," - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

ბაზისბანკის შესახებ:

საფინანსო ბაზარზე 30 წელზე მეტი წარმატებული ოპერირების გამოცდილებით, ბაზისბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია. შვილობილი კომპანიების, „ბბ ლიზინგისა“ და „ბბ დაზღვევის“ მხარდაჭერით, 200 000-ზე მეტ ბიზნეს და საცალო კლიენტს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო სერვისებს. ითვალისწინებს მდგრადი განვითარების პრინციპებს მის სტრატეგიაში, კულტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში.

IFC-ის შესახებ:

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, უდიდესი გლობალური განვითარების ინსტიტუტია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორზეა კონცენტრირებული. ინვესტიციების დაფინანსებით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კაპიტალის მობილიზებით და ბიზნესისა და მთავრობებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით, IFC განვითარებად ქვეყნებს მდგრადი ზრდის მიღწევაში ეხმარება.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია