ეროვნული ბანკი მსურველებს რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული დეპოზიტების და სადეპოზიტო სერტიფიკატების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

საქართველოს ეროვნული ბანკი მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს რეგულირების ლაბორატორიის ტოკენიზებული დეპოზიტების პროექტში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ჩარჩოს შექმნა ამ პროცესში დაინტერესებულ პირთა ჩართულობით.

„მიმდინარე ეტაპზე, ქვეყნის ფინანსურ ეკოსისტემაში დარეგულირებული არ არის მიკვლევადობას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) მეშვეობით აღრიცხული დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოყენებისა და შეთავაზების შესაძლებლობა.

აღნიშნული პროექტი პოტენციურად ხელს შეუწყობს:

ახალი ფინანსური პროდუქტების შექმნას;

ფინანსური ეკოსისტემის მრავალფეროვნებას;

სადეპოზიტო სერთიფიკატების მეორადი ბაზრის განვითარებას;

ფინანსური ცნობიერების ამაღლებას;

სადეპოზიტო პროდუქტების მეტ მოქნილობას და დივერსიფიკაციას;

ახალი ტექნოლოგიის დანერგვით პროდუქტთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაციას;

დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარუდგინონ, კანონთან შესაბამისობაში არსებული, ტოკენიზებული დეპოზიტების გამოშვების საკუთარი სქემები. აღნიშნულ სქემებს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს.

ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინტექ სექტორის განვითარებას და აღნიშნული პროექტი ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. განაცხადების მიღება 2025 წლის 15 თებერვლიდან დაიწყება.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგულირების ლაბორატორიის პროექტში ჩასართავად უნდა მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს: innovationoffice@nbg.gov.ge

მოცემული არ უნდა იქნას აღქმული კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ ლიცენზიის გაცემასთან, მის რეგისტრაციასთან, აღიარებასთან, ავტორიზაციასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად ან/და მარეგულირებელი/საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების ვალდებულებად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს