ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა

უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმების წინ წაწევა, მედეგობის გაძლიერება და ენერგეტიკული დახმარების მიწოდება, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“სასიამოვნო საუბარი მქონდა [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან ბრიუსელში. აღვწერე ნიდერლანდების თვალსაზრისი გაფართოებაზე, რაც მოიცავს მკაცრ ერთგულებას დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესისადმი, თანხვედრას კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან, და ყველა აუცილებელი რეფორმის გატარებას.

ამავდროულად, ვაფასებთ ურთიერთობების გაძლიერებას კანდიდატ ქვეყნებთან. მაგალითად, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმების წინ წაწევა, მედეგობის გაძლიერება და ენერგეტიკული დახმარების მიწოდება”, - წერს ველდკამპი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია