თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯამებს

თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა:

  • თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა;
  • ლოკალურ და საერთაშორისო კონფერენციებს დაესწრო, საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა და ლიდერშიპის პროგრამაში ჩაერთო თიბისის 400-მდე მენეჯერი;
  • ტრენინგებით კვალიფიკაცია აიმაღლა 2100-ზე მეტმა თიბისელმა;
  • თიბისი აკადემიაში შიდა სასწავლო კურსები გაიარა 1270-მდე თიბისელმა;
  • თიბისელების მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის აქტივობებში ჩაერთო 500-მდე თანამშრომელი;
  • ფონდი „თიბისელების“ დახმარებით, 688 თიბისელი ბენეფიციარის ჯანმრთელობისთვის 3 001 159 ლარი გამოიყო;
  • ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, შეიქმნა ცხელი ხაზი და თიბისიმ აიღო პასუხისმგებლობა თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო/იურიდიულ დახმარებაზე;

„2024 წელს, ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით. კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერეთ და ერთად დავამტკიცეთ თუ რამდენად გვეხმარება გუნდურობა დიდი შედეგების მიღწევაში, რაც დადებითად აისახება ქვეყანასა და საზოგადოებაზე.

თიბისი 2025 წელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იდგება თითოეული მომხმარებლის, თანამშრომლისა და ქვეყნის გვერდით. გვჯერა, ერთად შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და წარმატების ახალ ისტორიებს“ - გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

თუ გსურს გახდე ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, შემოუერთდი თიბისის - გახდი თიბისელი.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია