სასამართლოში გიორგი ქადაგიძისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ გიორგი ქადაგიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს ქადაგიძის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, „სასამართლო არის ფარსი“.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ ამ დარბაზებში დღეს ასამართლებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, ექიმებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, მასწავლებლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, ამ ქვეყნის ახალგაზრდებს და საუკეთესო მომავალს, ვინც იბრძვის ჩვენი ევროპული მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის. ეს არის კლასიკა ავტოკრატიული რეჟიმების და ეს რეჟიმიც ზუსტად ისე დასრულდება, როგორც ყველა ავტოკრატიული რეჟიმი და თან იმაზე სწრაფად ვიდრე ბევრს გვეგონა. ჩემი საქმე სხვებისგან არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უწყვეტი კადრები, სადაც არანაირი დარღვევა არ ჩანს, რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულების გამოკვლევა არ ხდება ამ სასამართლოზე და ეს სასამართლო არის ფარსი. როცა ამ სისტემას დავასრულებთ სასამართლო უნდა გახდეს თავისუფალი“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს