GCCA-ის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 10 სტანდარტი შემუშავდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ბაზრის გამართულად ფუნქციონირების, არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და მათი ინტერესების დაცვის მიზნით, 10 სტანდარტი შეიმუშავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილ სტანდარტებში ასახულია - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ განხილული საქმეების ფარგლებში გამოვლენილი პრობლემური საკითხები და შესაბამისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

„მომზადებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ევროდირექტივების დაცვით და ემსახურება საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.

მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების სტანდარტი - სავაჭრო პოლიტიკის შეცვლისას, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებლებს წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, ქართულ ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილების თაობაზე.

ქართულ ენაზე მომსახურების სტანდარტი - მომხმარებლის უფლებაა - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, რომლის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

საქონლის შეკეთებისთვის განსაზღვრული სტანდარტი - საგარანტიო მომსახურებისას საქონლის შეკეთების ვადა განსაზღვრულია 30 კალენდარული დღით, რომელიც შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, შეიძლება 60 დღემდე გაიზარდოს.

კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი - ბარებსა და რესტორნებში - მენიუში მოცემული უნდა იყოს საბოლოო ფასი, რომელიც მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსა და სხვა ხარჯებს. მათ შორის, მომსახურების საფასურს.

ვიზუალურად უნაკლო საქონლის გადაცემის სტანდარტი - მომხმარებლისთვის ვიზუალურად უნაკლო მდგომარეობაში საქონლის გადაცემის მტკიცებულებაა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც ხელმოწერით ის ადასტურებს, რომ ნივთი მიიღო ვიზუალურად უნაკლო მდგომარეობაში ან უარს აცხადებს მისი ვიზუალური მდგომარეობის გადამოწმებაზე, რის შედეგადაც პასუხისმგებლობა მასზე გადადის.

დროში შეზღუდული შეთავაზების (ფასდაკლების) სტანდარტი - უსამართლო კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს, მოვაჭრის მხრიდან საქონლის სპეციალურ ფასად შეთავაზება მოჩვენებითად დროის მცირე მონაკვეთში, ყალბი ათვლის ქრონომეტრების (დროის უკუმთვლელი) საშუალებით.

ერთეულის ფასის მითითების სტანდარტი - საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ იწონება/იზომება, უნდა მიეთითოს ერთეულის (1 კგ, 1 ლიტრი, 1 მეტრი და ა.შ.) ფასი.

ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი - მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: ფასდაკლებამდე არსებული, ფასდაკლებული და ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი. რეგულაცია არ ვრცელდება ისეთი სახის პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს და მედიკამენტებზე.

რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი - კონკრეტული საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის მიზნით გავრცელებულ რეკლამაში, სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია მიეთითოს ფასი.

სოციალურ ქსელებში ფასის მითითების სტანდარტი - სოციალურ ქსელსა თუ სხვა ონლაინ პლატფორმებზე, როდესაც ხდება კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შეთავაზება, მოვაჭრეს ეკისრება ფასის მკაფიოდ და გასაგებად მითითების ვალდებულება.

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს - ელ. ფოსტა: consumer@gcca.gov.ge ცხელი ხაზი: 15 20, ქალაქის ნომერი 032 2 44 0770“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

GCCA-ის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 10 სტანდარტი შემუშავდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ბაზრის გამართულად ფუნქციონირების, არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის თავიდან არიდების, მომხმარებლის მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და მათი ინტერესების დაცვის მიზნით, 10 სტანდარტი შეიმუშავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დადგენილ სტანდარტებში ასახულია - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ განხილული საქმეების ფარგლებში გამოვლენილი პრობლემური საკითხები და შესაბამისი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

„მომზადებულია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ევროდირექტივების დაცვით და ემსახურება საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.

მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების სტანდარტი - სავაჭრო პოლიტიკის შეცვლისას, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებლებს წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, ქართულ ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილების თაობაზე.

ქართულ ენაზე მომსახურების სტანდარტი - მომხმარებლის უფლებაა - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, რომლის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.

საქონლის შეკეთებისთვის განსაზღვრული სტანდარტი - საგარანტიო მომსახურებისას საქონლის შეკეთების ვადა განსაზღვრულია 30 კალენდარული დღით, რომელიც შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, შეიძლება 60 დღემდე გაიზარდოს.

კვების მენიუში ფასის მითითების სტანდარტი - ბარებსა და რესტორნებში - მენიუში მოცემული უნდა იყოს საბოლოო ფასი, რომელიც მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადსა და სხვა ხარჯებს. მათ შორის, მომსახურების საფასურს.

ვიზუალურად უნაკლო საქონლის გადაცემის სტანდარტი - მომხმარებლისთვის ვიზუალურად უნაკლო მდგომარეობაში საქონლის გადაცემის მტკიცებულებაა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც ხელმოწერით ის ადასტურებს, რომ ნივთი მიიღო ვიზუალურად უნაკლო მდგომარეობაში ან უარს აცხადებს მისი ვიზუალური მდგომარეობის გადამოწმებაზე, რის შედეგადაც პასუხისმგებლობა მასზე გადადის.

დროში შეზღუდული შეთავაზების (ფასდაკლების) სტანდარტი - უსამართლო კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს, მოვაჭრის მხრიდან საქონლის სპეციალურ ფასად შეთავაზება მოჩვენებითად დროის მცირე მონაკვეთში, ყალბი ათვლის ქრონომეტრების (დროის უკუმთვლელი) საშუალებით.

ერთეულის ფასის მითითების სტანდარტი - საქონელზე, რომელიც წინასწარ შეფუთული არ არის და მომხმარებლის თვალწინ იწონება/იზომება, უნდა მიეთითოს ერთეულის (1 კგ, 1 ლიტრი, 1 მეტრი და ა.შ.) ფასი.

ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი - მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: ფასდაკლებამდე არსებული, ფასდაკლებული და ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი. რეგულაცია არ ვრცელდება ისეთი სახის პროდუქტებზე, რომლებიც მალფუჭებადია ან მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს და მედიკამენტებზე.

რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი - კონკრეტული საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის მიზნით გავრცელებულ რეკლამაში, სხვა არსებით ინფორმაციასთან ერთად, აუცილებელია მიეთითოს ფასი.

სოციალურ ქსელებში ფასის მითითების სტანდარტი - სოციალურ ქსელსა თუ სხვა ონლაინ პლატფორმებზე, როდესაც ხდება კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შეთავაზება, მოვაჭრეს ეკისრება ფასის მკაფიოდ და გასაგებად მითითების ვალდებულება.

თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს - ელ. ფოსტა: consumer@gcca.gov.ge ცხელი ხაზი: 15 20, ქალაქის ნომერი 032 2 44 0770“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია