ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: U9, U11, U13, U15 დასრულდა

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს ჩემპიონატი გოგონათა და ჭაბუკთა შორის შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: U9, U11, U13, U15 დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

„I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების საგზურით დაჯილდოვდნენ ადგილის შესაბამისად.

ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეები დააჯილდოვეს: საქართველოს პარლამენტის წევრმა, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა ლომინაძემ და ქალაქ ქუთაისის ვიცე-მერმა, მამუკა ხიმშიაშვილმა.

ასპარეზობის საბოლოო ცხრილი:

9 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ლილე სვანაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 9 ქულა;

II ადგილი - სოფია ლიმარი (ლაგოდეხი; მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე) – 7,5 ქულა;

III ადგილი - ელისაბედ სიხარულიძე (თბილისი; მწვრთნელი შორენა მოდებაძე) – 6,5 ქულა;

9 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ალექსანდრე ბერიშვილი (თბილისი; მაია ლომინეიშვილი) – 7,5 ქულა;

II ადგილი -ანდრია ყუბანეიშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი რამაზ ერაძე) – 7 ქულა;

III ადგილი - სანდრო თოფურია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 7 ქულა;

11 წლამდე გოგონები:

I ადგილი - მართა დოგრაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) – 7,5 ქულა;

II ადგილი - სარა სალთხუციშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი ლევან ბახტაძე) – 7 ქულა;

III ადგილი -მარიამ რეხვიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6,5 ქულა;

11 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ლაზარე ჩხარტიშვილი (ოზურგეთი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;

II ადგილი -გიორგი წულაია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 7 ქულა;

III ადგილი - გიორგი კილაძე (თბილისი; მწვრთნელი ირაკლი კილაძე)- 7 ქულა;

13 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ანასტასია ჭიჭინაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი მენაბდე)- 6,5 ქულა;

II ადგილი -ნინო ლიპარტია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა)- 6,5 ქულა;

III ადგილი - ანასტასია ქუთათელაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ინგა კიკვიძე) -6,5 ქულა;

13 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - დავით თათვიძე (ქუთაისი; მწვრთნელი ირაკლი ახვლედიანი) – 7 ქულა;

II ადგილი - ლუკა ქუნთელია (თბილისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 7 ქულა;

III ადგილი -ლუკა გოგავა (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) - 7 ქულა;

15 წლამდე გოგონები:

I ადგილი - ბარბარე აშოთია (ქუთაისი; მწვრთნელი დავით ჯოჯუა) – 8,5 ქულა;

II ადგილი -თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 7,5 ქულა;

III ადგილი - ლიკა ჩხარტიშვილი (თბილისი; მწვრთნელი დავით მაღალაშვილი) – 7 ქულა;

15 წლამდე ჭაბუკები:

I ადგილი - ერეკლე ტაბატაძე (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 8,5 ქულა;

II ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6,5 ქულა;

III ადგილი - გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი) – 6 ქულა

ჩემპიონატის მთავარი ორგანიზატორი და ტურნირის დირექტორი, ალექსანდრე არსენიძე გახლდათ, ხოლო მთავარი მსაჯი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ინგა კიკვიძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ