ისანში, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ბიუჯეტში ასახულია. წელს დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონსა და უბანში არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას იწყებს. ისნის რაიონში დაიგეგმა აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება, რომლის ინფრასტრუქტურაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გამო, გზის საფარი ძალიან დაზიანებულია, ავტომანქანებით გადაადგილება ჭირს, ადგილობრივებს ექმნებათ დისკომფორტი. გასულ წლებში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, თუმცა მთლიანი ქუჩა სარეაბილიტაციოა. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

„პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების და წყალარინების ცენტრალურ ქსელებს შეცვლის. ასევე, განახლდება გაზმომარაგების ქსელი. მომდევნო ეტაპზე, დაიწყება სანიაღვრე ქსელის მოწყობა და საგზაო სამუშაოები. ამასთანავე, საჰაერო სადენების გადატანა მოხდება სპეციალურ მიწისქვეშა კაბელ-არხებში. მოეწყობა განათების ბოძები LED სანათებით. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები, მოეწყობა საპარკინგე სივრცეები. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოები, რომლის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარია გათვალისწინებული, 14 თებერვალს, 23:00 საათის შემდეგ დაიწყება.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა