„ლექს-სენი“ - 29 დეკემბერს გზა არ გადამიკეტავს, ზუსტად ვიცი, იმ დღეს რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი - ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას არ ველოდები

გზა არ გადამიკეტავს - იმ დღეს ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი,- ამის შესახებ მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ (“ლექს-სენი”) ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

მომღერალს გასული წლის 29 დეკემბერს, მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინი ენუქიძე იხილავს.

როგორც მომღერალმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მას აქციაზე გზა არ გადაუკეტავს, შესაბამისად სასამართლოსგან ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას არ ელოდება.

„მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში. ცხადია, აქციებზე ოქტომბრის მერე დავდივარ და კიდევ ვივლი. გზა არ გადამიკეტავს, მაგრამ როგორც ვიცი, რაღაც სტანდარტია, "დაზუმული" კადრები და ა.შ. კონკრეტულად იმ დღეს რაც ეხება, ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი, ბორდიურთან.

რაც შეეხება მტკიცებულებას, 25 წელია ამ სფეროში ვარ და კლიპი, ვიდეო, მონტაჟი ჩემზე კარგად არავინ იცის. [მტკიცებულება] არ მინახავს, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, რაც იქნება. მოწმეები ფორმალურად ყველასთან არიან და ბუნებრივია, ჩემთანაც იქნება”, - განაცხადა ლექსო ქავთარაძემ

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს