„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ელექტრონული კომერციის კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Businesscourse.ge ახალი კურსების დამატებას აგრძელებს.

პლატფორმას ახლახან დაემატა კურსი - „ელექტრონული კომერცია“, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ სფეროში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

კურსის გავლის შედეგად გაიგებთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომელი პლატფორმები უნდა გამოიყენოთ, რაში დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მარკეტინგი და სხვა.

„ელექტრონული კომერცია ციფრული ეპოქის ეკონომიკური საფუძველია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილს ერთმანეთთან აკავშირებს და მას ერთ გლობალურ ბაზრად აყალიბებს. ელექტრონული კომერცია ფილოსოფიაა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრების, ურთიერთობისა თუ მუშაობის წესი. ამ სფეროში ინოვაცია ხვდება ტექნოლოგიებს, იდეები გარდაიქმნება პროდუქტებად, მცირე სტარტაპებს კი ეძლევათ შესაძლებლობა, გლობალურ ბრენდებად იქცნენ“, - ამბობს მენტორი, თორნიკე აფხაზი.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ბიზნესის წარმომადგენლებს, მათ შორის ელექტრონული კომერციის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს, გავუზიაროთ საგანმანათლებლო ინსტრუმენტები, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარ საქმიანობაში ინოვაციური მეთოდები დანერგონ. ელექტრონული კომერცია ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია, აღნიშნული კურსით კი ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ბიზნესებს, გაეცნონ მის საფუძვლებს და დაგეგმონ მომდევნო ნაბიჯები საკუთარი ელ. კომერციის პლატფორმებისა და ვაჭრობის განვითარებისთვის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის, ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი უფასო პლატფორმაა, რომელზეც კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ლექციების ფორმატში, მათი გავლა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ბიზნეს კურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა