საია-ს თავმჯდომარე - მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა - ითხოვს ციხეში დაბრუნებას

მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში.

„მზია ამაღლობელი 32-ე დღეა აგრძელებს სრული ფორმით შიმშილობას. კანონმდებლობის თანახმად, „თუ მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი გაჩერება სასჯელაღსრულების დაწესებულების სტაციონარულ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი დირექტორის ბრძანებით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გადაიყვანება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში.

პირველ ეტაპზე, საია-ს დაგვიანებით, მხოლოდ 2025 წლის 31 იანვარს გადაეცა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია. მიღებული დოკუმენტების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა დამატებითი კვლევების ჩატარების საჭიროება. აღნიშნულის თაობაზე ციხის ადმინისტრაციას ეცნობა 2025 წლის 1-ელ თებერვალს. 2025 წლის 2 თებერვალს, საია-მ დამატებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, შეექმნა სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2025 წლის 4 თებერვალს, განხორციელდა მზია ამაღლობელის გადაყვანა კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. 2025 წლის 6 თებერვალს, სახალხო დამცველმა შექმნა ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი. ჯგუფის წევრებმა მზია ამაღლობელი.

მოინახულეს კლინიკაში და გაეცნენ სამედიცინო დოკუმენტაციას. ამ დროისთვის ექსპერტთა ჯგუფი ამზადებს წერილობით შეფასებას.

მზია ამაღლობელის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს შიმშილობის გამო რაიმე ტიპის შეღავათით სარგებლობა, შესაბამისად, აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების შემდგომ, ითხოვს ციხეში დაბრუნებას. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის საჭიროებს კლინიკის პირობებში მეთვალყურეობას და ექიმების რჩევით რჩება კლინიკაში”, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი ემზადება სასამართლო პროცესისთვის, თუმცა არ იციან, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
მირიან მირიანაშვილი - საქართველოსთვის აშშ-ს გზავნილის მთავარი პათოსი ასეთია: აშშ-ს ადმინისტრაცია არ მოითმენს საქართველოს პრორუსულ კურსს
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ლისის ტბის ადმინისტრაცია მოსახლეობას აფრთხილებს
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კამპუსში ახალი სივრცის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე დაესწრო
Samsung-ის A სერიის ახალი სმარტფონები - შეიძინე პირველმა და დასაჩუქრდი