iamtheCODE, საქართველოში, BTU-ში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის

11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თაოსნობით, საქართველოში გლობალური ინიციატივა iamtheCODE-ის საქართველოს წარმომადგენლობა დაფუძნდა.

iamtheCODE საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 18 ენაზე შედგენილ 60 000 ზე მეტ სერტიფიცირებულ კურსს აერთიანებს. iamtheCODE-ის პარტნიორი წევრები, რომელთა შორის ამიერიდან საქართველოც იქნება, კურსებზე წვდომას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

ინიციატივის გახსნის სპეციალური ღონისძიებისთვის, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა უმასპინძლა, საქართველოში ჩამოვიდა iamtheCODE-ის დამფუძნებელი, ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების მსოფლიოში ცნობილი აქტივისტი ლედი მარიემ ჟამმე, რომელიც არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მან სიტყვით მიმართ დამსწრეებს, ისაუბრა iamtheCODE-ის მისიაზე, გამოცდილებასა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ინიციატივის შედეგად საქართველოსთვის გახდება ხელმისაწვდომი.

საგულისხმოა, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით გამოწვევები გლობალური მასშტაბით სულ უფრო იზრდება, რაც ახლებური მიდგომების გააზრებასა და შემუშავებას მოითხოვს. ამ ფონზე ქალებისა და გოგოების განათლების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციებში ჩართულობის გაზრდას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. iamtheCODE-ის წარმომადგენლობის დაფუძნება სწორედ ქალებისა და გოგოების განათლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, დანიის ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო ენუქიძე.

iamtheCODE, რომელიც ამჟამად 87 ქვეყანაში ოპერირებს, მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალის, მოზარდისა და ბავშვის გადამზადებას პროგრამირებაში. საქართველო ამ ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, როგორც რეგიონში ქალებისა და გოგოების ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციების განვითარების ერთ-ერთი ლიდერი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში